ქსელის ადმინისტრატორი (Nnetwork Administrator)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება;
მინიმუმ 3-წლიანი მუშაობის გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
CISCO მოწყობილობების ადმინისტრირების გამოცდილება და საფუძვლიანი ცოდნა; ქსელი, ქსელური ტოპოლოგიები, ქსელური მოწყობილობები და მათი მუშაობის პრინციპები, osi & tcp/ip საფუძვლიანი ცოდნა;
IP-ტელეფონიის საფუძვლების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

ძირითადი მოვალეობები:
კომპანიაში არსებული ქსელის ინსტალაცია, კონფიგურაცია და მხარდაჭერა(LANs, WANs), სეგმენტირება ინტერნეტის და ინტრანეტის სისტემაში;
არსებული ან ახალი ქსელის აპარატურის ინსტალაცია, კონფიგურაცია და მხარდაჭერა, შესაბამისი ანალიზი და პრობლემური საკითხების მოგვარება;
ქსელის მონიტორინგი, უსაფრთხოების და მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
მომხმარებლის მოთხოვნების იდენტიფიცირება, შეფასება და ოპტიმიზაცია;
გაუწიოს მონიტორინგი მომხარებლის მიერ გამოყენებულ ტექნიკურ საშუალებებს (PC, Laptop, SmartPhone, etc..), რომლებსაც აქვთ წვდომა შიდა ქსელთან;
უზრუნველყოს კომპანიის მასშტაბით ქსელის ინფრასტრუქტურის დაკავშირება, კონფიგურაცია, (VPN, VLAN, LAN/WAN) და უსაფრთხოება;
გარე პარტნიორებთან კავშირების (VPN, Easy VPN, etc.) გამართვა და მისი უსაფრთხოება;
აწარმოოს დოკუმენტაცია.

პიროვნული თვისებები:
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;
ინოვაციურობა და შემოქმედებითობა;
ინფორმაციის ანალიზის უნარი.

აპლიკაციის ჩამოსატვირთად დააჭირეთ აქ
შევსებული აპლიკაცია, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი გამოაგზავნეთ მეილზე: Hr@sa.gov.ge