სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მომსახურების ეფექტიანობის უზრუნველყოფა და ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომობის ფარგლებში სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ განხორციელდა შემდეგი სახის ღონისძიებები:
- ჩამოყალიბდა რიგის ელექტრონული მართვის სისტემის მუშაობის ახალი ბიზნეს მოდელი. შემუშავებული ბიზნეს მოდელის შესაბამისად განახლდა რუსთავის სერვის ცენტრში არსებული რიგის ელექტრონული მართვის სისტემა Q-matic, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს ცოცხალი რიგის გვერდის ავლით - რიგის ნომრის საშუალებით დროის მოკლე პერიოდში მიიღოს სასურველი მომსახურება. ასევე რიგის მართვის სისტემა უკვე დაინერგა ქ. თბილისის, ქ. ქუთაისისა და ქ. ბათუმის სერვის ცენტრებში;
- თბილისში სარეგისტრაციო მომსახურების ახალი ცენტრი გაიხსნა, რომელიც ჯორჯ ბალანჩინის ქუჩაზე, N26-ში მდებარეობს. მოქალაქეებს მომსახურების სააგენტოს ახალ ცენტრში შემდეგი სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა აქვთ: სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ფარგლებს გარეთ სატრანსპორტო საშუალების დათვალიერება, საექსპერტო შემოწმება და საექსპერტო აქტის შედგენა, ასევე, პირველადი რეგისტრაცია და გადაფორმება;
- 2019 წლის 20 მაისიდან, მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე რეგისტრაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე, ან სწრაფი გადახდის აპარატის საშუალებით არის შესაძლებელი. ახალი სერვისი მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე რეგისტრაციას უფრო მოქნილს ხდის - მოქალაქეები შეძლებენ თავად აირჩიონ რეგისტრაციის სასურველი ფორმა და წინასწარ, სახლიდან გაუსვლელად დაგეგმონ გამოცდის ადგილი, თარიღი და დრო;
- 2019 წლის 5-8 ივნისს მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით CIECA-ს რიგით 51-ე კონგრესი თბილისში ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობას იღებდა 33-ზე მეტი ქვეყნის 115 დელეგატი. 2014 წელიდან სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო საგზაო უსაფრთხოებისა და მძღოლთა შემოწმების საერთაშორისო ორგანიზაციის (CIECA) არის გაწევრიანებული, რომელიც სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდების წესებზე დაკვირვებას ახორციელებს და საგამოცდო პროცესის დამკვირვებელთა (გამომცდელთა) თანამედროვე სტანდარტებით გადამზადებას უზრუნველყოფს.