ძველი სარეგისტრაციო ნიშნის მქონე სახელმწიფო ნომრების ახლით შეცვლისას, სავალდებულო აღარ არის სატრანსპორტო საშუალების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში მოყვანა და დათვალიერება იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირის სახელზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალება არ სხვისდება და მისი მონაცემები (მარკა, ძარას ტიპი, ფერი, საწვავის ტიპი, ძრავას ნომერი ან მოცულობა და ა.შ) არ არის შეცვლილი
აპლიკაციის გადმოწერა ხდება აიფონით სარგებლობის შემთხვევაში APP Store- დან, ხოლო ანდროიდით სარგებლობის შემთხვევაში PLAY Store- დან. გადმოწერის შემდეგ დაინტერესებული პირი გაივლის რეგისტრაციას, თუკი მანამდე არ ყოფილა მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერზე რეგისტრირებული.
დისტანციური მომსახურების მისაღებად, დაინტერესებული პირის მიერ სააგენტოს მობილურ აპლიკაციაში რეგისტრაციის მიზნით მიეთითება:
• პირადი ნომერი;
• დაბადების თარიღი;
• მობილური ტელეფონის ნომერი;
• ელექტრონული ფოსტის მისამართი.
რეგისტრაციის არსებობის შემთხვევაში, დაინტერესებული პირი აპლიკაციაში პირდაპირ ავტორიზაციის გავლის შემდეგ შეძლებს პირად გვერდზე გადასვლას.
მომსახურების სააგენტომ უკვე არსებულ მობილურ აპლიკაციაში (SAGENCY) ჩააშენა ძველი ნიმუშის სახელმწიფო ნომრის შეცვლის ფუნქცია და მსუბუქი სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეებს 24 თებერვლიდან საშუალება მიეცათ დისტანციურად, ონლაინ შეეძინათ ახალი ნიმუშის სახელმწიფო სანომრე ნიშნები.
პირადი გვერდის მთავარ პანელზე გამოჩნდება ნომრის შეცვლის ბანერი. მასზე თითის დაჭერით დაინტერესებულს პირს გამოუჩნდება მის სახელზე რიცხული სატრანსპორტო საშუალება. შემდეგ უკვე ირჩევს მისთვის სასურველ სტრუქტურულ ერთეულს, საიდანაც სურს დამზადებული სანომრე ნიშნისა და სარეგისტრაციო მოწმობის გატანა, ასევე, ირჩევს სასურველ სახელმწიფო სანომრე ნიშანს, იხდის საფასურს და არაუადრეს მეოთხე და არაუგვიანეს მეექვსე სამუშაო დღეს მითითებულ მისამართზე მიაკითხავს წამოსაღებად (ოპერაციების დასრულების შემდეგ მისდის ესემეს შეტყობინებაც).
დისტანციურად შეცვლილი ახალი ნიმუშის სანომრე ნიშნის მიღება შესაძლებელია მთელი ქვეყნის მასშტაბით, შეკვეთისას მითითებულ სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში. დაინტერესებული პირი, რომელიც ცვლის სახელმწიფო სანომრე ნიშანს მობილური აპლიკაციის საშუალებით, არაუადრეს მეოთხე და არაუგვიანეს მეექვსე სამუშაო დღეს უნდა გამოცხადდეს მითითებულ მომსახურების ცენტრში დამზადებული სანომრე ნიშნისა და სარეგისტრაციო მოწმობის წასაღებად. ასევე, მოქალაქემ სააგენტოში უნდა დატოვოს ძველი სანომრე ნიშანი და ძველი სარეგისტრაციო მოწმობა
მომსახურების სააგენტოს მობილური აპლიკაციის (SAGENCY) საშუალებით, მსუბუქი ავტომობილის მესაკუთრე ფიზიკურ პირს შეუძლია დისტანციურად მოითხოვოს ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის შეცვლა ახლით, იმ შემთხვევაში თუ მის სახელზე რეგისტრირებული ავტომობილი არ სხვისდება და მისი მონაცემები (მარკა, ძარას ტიპი, ფერი, საწვავის ტიპი, ძრავას ნომერი ან მოცულობა და ა.შ) არ არის შეცვლილი.
იურიდიული პირებისთვის საჭიროა ადგილზე, მომსახურების ცენტრში მოსვლა და ნომრის შეცვლა. მობილური აპლიკაციით სარგებლობს მხოლოდ ფიზიკური პირი, რომელსაც მსუბუქი სატრანსპორტო საშუალება ჰყავს საკუთრებაში.
დისტანციური მომსახურება არ განხორციელდება თუ:
• მომსახურების გაწევას ითხოვს არაუფლებამოსილი პირი;
• სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით ვერ ხორციელდება მესაკუთრის იდენტიფიცირება;
• მესაკუთრის პირადობის ან ბინადრობის მოწმობის მოქმედება შეჩერებული ან გაუქმებულია;
• მესაკუთრის მიერ სრულად წარმოდგენილი არ არის მომსახურების გაწევისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაცია;
• მესაკუთრე არ ადასტურებს, რომ სატრანსპორტო საშუალების ბოლო რეგისტრაციისას მონაცემთა ბაზაში ასახული მონაცემები (მექანიკური სატრანსპორტო საშუალების: მარკა; მოდელი; ძარას ტიპი; საიდენტიფიკაციო (VIN) ნომერი; გამოშვების წელი; ფერი; ძრავას ნომერი; ძრავას მოცულობა; საწვავის ტიპი; ძარას ნომერი; შასის ნომერი; დასაშვები წონა; დაუტვირთავი წონა) არ არის შეცვლილი;
• მესაკუთრე ან სატრანსპორტო საშუალება იძებნება;
• მესაკუთრე არ უზრუნველყოფს შესაცვლელი სარეგისტრაციო ნიშნების სააგენტოსათვის ჩაბარებას (გარდა მათი დაკარგვის შემთხვევისა);
• მესაკუთრე ან მისი წარმომადგენელი უარს აცხადებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული აქტის ხელმოწერაზე;
• არ არის გადახდილი მომსახურების საფასური;
• არსებობს მომსახურების გაწევაზე უარის თქმის სხვა სამართლებრივი საფუძველი.
- სერიული სანომრე ნიშანი არის იმ ტიპის სანომრე ნიშანი, რომელიც მოცემული მომენტისთვის, კონკრეტული სტრუქტურული ერთეულის სარეგისტრაციო სამსახურში გაიცემა მიმდინარე სერიით და საფასური შეადგენს 35 ლარს, ასევე, მას დაემატება ახალი სარეგისტრაციო მოწმობის გაცემის საფასური 35 ლარი.
ფასიანი სანომრე ნიშანი არის იმ ტიპის სანომრე ნიშანი, რომელიც არ მზადდება და არ გაიცემა სერიულად, ხოლო საფასური დამოკიდებულია სანომრე ნიშანში შემავალი ასოებისა და ციფრების კომბინაციაზე, რომელსაც დაემატება ახალი სარეგისტრაციო მოწმობის გაცემის საფასური 35 ლარი.
ავტომობილის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის საფასურია:
მართვის მოწმობის მისაღებად წარმოდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა მოქმედია სააგენტოში წარმოდგენიდან 180 დღის მანძილზე.