წარსადგენი დოკუმენტები სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის, ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ნებართვის გაცემისათვის:
- განცხადება (ივსება ადგილზე);
- საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა;
- ჯანმრთელობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- ნებართვისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებელის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- კანონმდებლობით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
წარსადგენი დოკუმენტები სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის, ან/და საბრძოლო მასალის საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემისათვის:
- განცხადება (ივსება ადგილზე);
- სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეტანის თაობაზე უცხო სახელმწიფოს მიერ გაცემული ნებართვა (თანხმობა);
- იარაღის რეგისტრაციის მოწმობა;
- ნებართვისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- კანონმდებლობით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
საქართველოს მოქალაქის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე იარაღის შემოტანა და გატანა ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის საფუძველზე;
უცხო ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელთა ვიზიტის დროს თანმხლებ პირთა მიერ იარაღის შემოტანა და გატანა ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ნებართვის საფუძველზე;
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ეს ნებართვა გაიცემა ერთდროულად, არა უმეტეს 5 ერთეული სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან გაზის (აირის) იარაღის და არა უმეტეს 1000 ერთეული საბრძოლო მასალის (ვაზნის) საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის შემთხვევაში;
სამოქალაქო იარაღის რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს მისი საქართველოში შემოტანიდან 10 სამუშაო დღის ვადაში (აღნიშნულ ვადაში არ ჩაითვლება შესაბამისი საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების დრო).