შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ქალაქ ახალქალაქში მდებარე სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულში, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას ყოველი კვირის პარასკევ დღეს, მობილური ჯგუფის საშუალებით აწვდის მომსახურებას, ხორციელდება სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში სააგენტოს სერვისებით სარგებლობა ახალქალაქში არ იქნება შესაძლებელი.
მოქალაქეებს, ვისაც სურთ მომსახურების მიღება, შეუძლიათ მიმართონ ქალაქ ახალციხეში, ბ. ჯაყელის ქუჩა N68-ში მდებარე სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულს.
მომსახურების სააგენტო არის მოწინავე სახელმწიფო სერვისების მიწოდების და დისტანციური მომსახურების სფეროში
ისარგებლეთ ჩვენი კომფორტული და სწრაფი სერვისებით როგორც სააგენტოს სერვის ცენტრებში, ასევე ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად.