ერთჯერადი გამოყენების სასიგნალო იარაღი
ერთჯერადი გამოყენების სასიგნალო იარაღი რეგისტრაციას არ ექვემდებარება. აღნიშნულ იარაღზე სააგენტოს მიერ გაიცემა:
აღნიშნული ნებართვის მისაღებად საჭიროა დაინტერესებულმა პირმა დამატებით წარმოადგინოს:
მრავალჯერადი გამოყენების სასიგნალო იარაღი
მრავალჯერადი გამოყენების სასიგნალო იარაღი რეგისტრირდება შენახვისა და ტარების უფლებით.
შესაბამისი ნებართვა გაიცემა 18 წლიდან და მის მისაღებად გამოცდების ჩაბარება საჭირო არ არის.
სასიგნალო იარაღის (შენახვის ან შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის მიღებისა და იარაღის პირველადი რეგისტრაციისათვის დაინტერესებულმა პირმა სააგენტოში საჭიროა წარადგინოს:
ა) განცხადება (ივსება ადგილზე);
ბ) იარაღზე საკუთრების უფლების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან ბინადრობის მოწმობა;
დ) ნებართვის გაცემისათვის ნებართვის მაძიებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) იარაღის ბალისტიკური შემოწმების აქტი (გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისებისა).
სააგენტო უფლებამოსილია, სასიგნალო იარაღის (გარდა ერთჯერადი გამოყენების სასიგნალო იარაღისა) წარმდგენ ფიზიკურ პირზე (მფლობელზე) გასცეს შეძენის ნებართვა და განახორციელოს საკუთრების უფლებით რეგისტრაცია (ლეგალიზაცია). ლეგალიზაციისათვის სასიგნალო იარაღის მფლობელის მიერ სააგენტოში წარდგენილი უნდა იქნეს:
ა) განცხადება სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის ან/და იარაღის ძირითადი ელემენტების ან/და სასიგნალო იარაღის ლეგალიზაციის თაობაზე (ივსება ადგილზე);
ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან ბინადრობის მოწმობა;
გ) იარაღის ბალისტიკური შემოწმების აქტი;
დ) ნებართვის გაცემისათვის ნებართვის მაძიებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
შენიშვნა: უცხო ქვეყნის მოქალაქემ დამატებით უნდა წარადგინოს სასიგნალო იარაღის შეძენაზე უცხო სახელმწიფოს მიერ გაცემული წერილობითი სახის შუამდგომლობა.
რეგისტრირებული მესაკუთრის მიერ სასიგნალო იარაღზე (გარდა ერთჯერადი გამოყენების სასიგნალო იარაღისა) საკუთრების უფლების სხვა ფიზიკურ პირზე გადაცემისათვის უფლების გადამცემმა და მიმღებმა პირებმა სააგენტოში უნდა წარადგინონ:
ა) განცხადება საკუთრების უფლების გადაცემის თაობაზე (ივსება ადგილზე);
ბ) უფლების გადამცემისა და მიმღების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები;
გ) იარაღის რეგისტრაციის მოწმობა;
დ) ნებართვის გაცემისათვის ნებართვის მაძიებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) იარაღის ბალისტიკური შემოწმების აქტი.
მემკვიდრეობით მიღებული სასიგნალო იარაღის (გარდა ერთჯერადი გამოყენების სასიგნალო იარაღისა) შეძენის (შენახვის ან შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემისა და რეგისტრაციისათვის მემკვიდრის მიერ წარდგენილი უნდა იქნეს:
ა) განცხადება (ივსება ადგილზე);
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) სამკვიდრო მოწმობა ან სასამართლოს გადაწყვეტილება;
დ) იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა;
ე) იარაღის ბალისტიკური შემოწმების აქტი;
ვ) ნებართვის გაცემისათვის ნებართვის მაძიებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასიგნალო იარაღის იურიდიულ პირზე რეგისტრაცია: