შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საგამოცდო ავტოპარკს „Skoda Scala“-ს მარკის 28 ახალი ავტომობილი შეემატა. თანამედროვე GPS სისტემებით აღჭურვილი ავტომობილები საქართველოს მასშტაბით, სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეულში გადანაწილდა.
ახალი ავტომობილების დამატება შესაძლებელს გახდის მართვის მოწმობის მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე (ე.წ. ქალაქის გამოცდაზე) გასვლის მსურველებისთვის საგამოცდო ადგილების რაოდენობის გაზრდას.
საგამოცდო ავტოპარკის განახლება მომავალშიც გაგრძელდება. უახლოეს პერიოდში სააგენტო დამატებით ავტომობილებს მიიღებს.