მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების გადაფორმება შეიძლება განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საფუძველზე, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის შეცვლისას (რეალიზაცია, ჩუქება, გაცვლა და ა.შ) 

ამ შემთხვევაში მომსახურების სააგენტოში წარდგენილ უნდა იქნას:

კანონით გათვალისწინებული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (სანომრე ნიშნის საფასური - 35 ლარი; სატრანსპორტო სარეგისტრაციო მოწმობის საფასური - 35 ლარი).