უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობაში აისახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში რეგისტრირებული/აღრიცხული მონაცემების საფუძველზე ინფორმაცია, მონაცემთა სუბიექტის „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის ან/და „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე უფლების ჩამორთმევის შესახებ.
ცნობის ასაღებად, მომსახურების სააგენტოში წარსადგენი დოკუმენტებია:
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
- საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დაჩქარებული მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში. დაჩქარებული წესით 1 სამუშაო დღეში ცნობის გაცემის საფასურია - 25 ლარი; 3 სამუშაო დღეში - 15 ლარი.
- იმ შემთხვევაში, თუ ცნობა გაიცემა მესამე პირზე - საჭიროა აღნიშნულმა პირმა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, დაინტერესებული პირის მიერ გაცემული წერილობითი თანხმობა (დედანი) ან მინდობილობა.
* ცნობა გაიცემა უფასოდ განაცხადის გაკეთებიდან 5 სამუშაო დღეში.
* უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობის მოქმედების ვადა განსაზღვრულია და ვადაშია მისი დამზადებიდან 15 კალენდარული დღე.
ცნობის მისაღებად განაცხადის გაკეთება შესაძლებელია სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში.