მომსახურების სააგენტო ეროვნული მართვის მოწმობის საფუძველზე გასცემს საერთაშორისო მართვის მოწმობას.


საერთაშორისო მართვის მოწმობის ასაღებად წარსადგენი დოკუმენტებია:

1. პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;

2. ეროვნული მართვის მოწმობა;

* თუ ეროვნული მართვის მოწმობა 2014 წლის 1 მარტამდე არის გაცემული, მისი შეცვლა სავალდებულოა. შესაცვლელად საჭიროა დამატებით ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის წარდგენა;

3. საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.


* საერთაშორისო მართვის მოწმობის საფასური: 109 ლარს.

* საერთაშორისო მართვის მოწმობა გაიცემა 3 წლამდე ვადით.

* საერთაშორისო მართვის მოწმობა მზადდება და გაიცემა რამდენიმე წუთში.


საერთაშორისო მართვის მოწმობა გაიცემა მომსახურების სააგენტოს ყველა ფილიალში, აღნიშნული სერვისი დისტაცნიურად არ ხორციელდება.