მართვის მოწმობის მისაღები თეორიული გამოცდის ტესტები შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ
მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე დასაშვებად სავალდებულოა დაჯავშნოთ რიგი
* მართვის მოწმობის მისაღებ თეორიულ გამოცდაზე რიგის დაჯავშნა შესაძლებელია თიბისი, საქართველოს და ლიბერთი ბანკების სწრაფი გადახდის აპარატებისა და ვებ პორტალის საშუალებით.
AM კატეგორიის მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე დასაშვებად დაინტერესებულმა პირმა საჭიროა წარმოადგინოს:
• პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
• ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა IV 100/ა);
• დაბადების მოწმობის დედანი (ან მისი ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
• მშობელი ან მშობლის ნოტარიული წესით დამოწმებული თანხმობა.
* AM კატეგორიის თეორიულ გამოცდაზე გასასვლელად ვიზიტის დაჯავშნა სავალდებულო არ არის.
* AM კატეგორიის მართვის უფლების მისაღებად ბარდება მხოლოდ თეორიული გამოცდა.
* თეორიულ გამოცდაზე პირველადი გასვლის საფასურია 15 ლარი; მეორე გასვლის შემთხვევაში საფასური შეადგენს 40 ლარს.
ნებისმიერი კატეგორიის მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე დასაშვებად დაინტერესებულმა პირმა საჭიროა წარმოადგინოს:
• პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
• ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა IV 100/ა);
• ავტოსკოლის შესაბამისი კატეგორიის სწავლების დამადასტურებელი დოკუმენტი (AM, A და B კატეგორიის მართვის მოწმობის მისაღებ გამოცდაზე დასაშვებია კანდიდატთა დამოუკიდებელი მომზადება, გარდა 17 წლის პირის გამოცდაზე გასვლის შემთხვევაში);
• სმს შეტყობინება თეორიული გამოცდის რიგის დაჯავშნის შესახებ.
* თეორიულ გამოცდაზე გასვლის საფასური: 40 ლარი
;
* მართვის მოწმობის დამზადების საფასური: 15 ლარი
.
* თეორიულ გამოცდაზე მეორე გასვლის შემთხვევაში საფასური შეადგენს 40 ლარს.
მართვის მოწმობის მისაღებ თეორიულ გამოცდაზე დასაშვებად 17 წლის პირმა საჭიროა წარმოადგინოს:
• პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
• დაბადების მოწმობის დედანი (ან მისი ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
• ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა IV 100/ა);
• საჯარო სკოლის ან ავტოსკოლის მოწმობა;
• სმს შეტყობინება თეორიული გამოცდის რიგის დაჯავშნის შესახებ;
• მშობელი ან მშობლის ნოტარიული წესით დამოწმებული თანხმობა.
* 17 წლის პირის თეორიულ გამოცდაზე პირველადი დაშვების საფასური: 15 ლარი, მეორე გასვლის შემთხვევაში საფასური შეადგენს 40 ლარს.
მართვის მოწმობის მისაღები თეორიული გამოცდის ტესტის გავლა შესაძლებელია: ქართულ, აფხაზურ, ოსურ, ინგლისურ, თურქულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.