პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ ცნობა არის სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელშიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში რეგისტრირებული/აღრიცხული მონაცემების საფუძველზე აისახება ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ.

            
ცნობის გაცემისათვის დაინტერესებული პირის მიერ მომსახურების სააგენტოში წარმოდგენილი უნდა იქნას:

     
პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ ცნობა გაიცემა განაცხადის შეტანიდან 5 სამუშაო დღეში და მისი საფასურია 20 ლარი. ამასთან ერთად არსებობს დაჩქარებული მომსახურების ორი სახე: ერთ სამუშაო დღეში დაჩქარებული მომსახურების საფასურია 45 ლარი, სამ სამუშაო დღეში - 35 ლარი.