საქართველოს მოქალაქემ, რომელსაც აქვს უცხო ქვეყნის მიერ გაცემული ვადიანი მართვის მოწმობა, შესაცვლელად უნდა წარადგინოს:  

  1. განცხადება (ივსება ადგილზე);
  2. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა;
  3. უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობა;
  4. მართვის მოწმობის დასტური (მძღოლის მოწმობის დასტური უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული. დოკუმენტი არ საჭიროებს ლეგალიზაციას ან აპოსტილით დამოწმებას თუ იგი შედგენილია დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე. ასევე მიზანშეწონილია, მითითებული იყოს მართვის მოწმობით გათვალისწინებული კატეგორიის განსაზღვრება);
  5. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა IV-100/ა);
  6. საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვითრის საფასურია 15 ლარი).


 შეცვლილ მართვის მოწმობას მიიღებთ რამდენიმე წუთში.

უცხო ქვეყნის მოქალაქემ ან მოქალაქეობის არმქონე პირმა უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობის შესაცვლელად უნდა წარადგინოს:


  1. განცხადება (ივსება ადგილზე);
  2. პასპორტი ან ბინადრობის მოწმობა;
  3. უცხო ქვეყნის მიერ გაცემული შესაცვლელი მართვის მოწმობა;
  4. მართვის მოწმობის დასტური (მძღოლის მოწმობის დასტური უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული. დოკუმენტი არ საჭიროებს ლეგალიზაციას ან აპოსტილით დამოწმებას თუ იგი შედგენილია დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე. ასევე მიზანშეწონილია, მითითებული იყოს მართვის მოწმობით გათვალისწინებული კატეგორიის განსაზღვრება);
  5. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა IV-100/ა);
  6. საქართველოში რეგისტრაციის ან დროებითი რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  7. საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვითრის საფასურია 15 ლარი). 

შეცვლილ მართვის მოწმობას მიიღებთ რამდენიმე წუთში.