სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობაში აისახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში რეგისტრირებული/აღრიცხული მონაცემების საფუძველზე ინფორმაცია, მონაცემთა სუბიექტის „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის ან/და „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე უფლების ჩამორთმევის შესახებ.
ცნობის ასაღებად, მომსახურების სააგენტოში წარსადგენი დოკუმენტებია:
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
- საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი
3 სამუშაო დღეში ცნობის გაცემის საფასური: 30 ლარი;
1 სამუშაო დღეში: 50 ლარი;
- იმ შემთხვევაში, თუ ცნობა გაიცემა მესამე პირზე - საჭიროა აღნიშნულმა პირმა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, დაინტერესებული პირის მიერ გაცემული წერილობითი თანხმობა (დედანი) ან მინდობილობა.
* უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობის მოქმედების ვადა განსაზღვრულია და ვადაშია მისი დამზადებიდან 15 კალენდარული დღე.
ცნობის მისაღებად განაცხადის გაკეთება შესაძლებელია როგორც სააგენტოს ვებგვერდზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ, ისე ნებისმიერ ფილიალში.