შიდა ტრანზიტის ან ტრანზიტული ნომერი გაიცემა საქართველოს ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობაში მონაწილე, დაურეგისტრირებელ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებზე.


ნომერი გაიცემა პერსონალურად, კონკრეტულ სატრანსპორტო საშუალებაზე და მისი გამოყენება სხვა პირს არ შეუძლია.


შიდა ტრანზიტი გაიცემა არაუმეტეს 90 დღის ვადით, რომელიც სატრანსპორტო საშუალებას ენიჭება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთისას და მოქმედებს ქვეყნის ფარგლებს შიგნით. აღნიშნული ნომერი სააგენტოს მიერ გაიცემა მხოლოდ მისი დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში.


შიდა ტრანზიტის საფასურია- 50 ლარი.



ტრანზიტული ნომერი გაიცემა:

• სატრანსპორტო საშუალების ექსპორტი/რეექსპორტის დროს;

• იმ შემთხვევაში, თუ სხვა ქვეყანაში რეგისტრაციიდან მოხსნილი ავტომობილი უცხო ქვეყნის მოქალაქეს თავად გაყავს ასევე სხვა ქვეყანაში;

• საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილების მიზნით, სხვა ქვეყანაში დარეგისტრირებულ ავტომობილის სანომრე ნიშნის დაკარგვის შემთხვევაში (აღნიშნულ შემთხვევაში, საჭიროა პოლიციიდან ცნობა, სანომრე ნიშნის დაკარგვის თაობაზე).


საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატან, ექსპორტის პროცედურისთვის ან რეექსპორტისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაზე ტრანზიტული ნომრის გაცემის საფასურია – 150 ლარი;


სხვა ქვეყანაში მოხსნილ ავტომობილზე, რომელიც ტრანზიტულად გადის სხვა ქვეყანაში, ტრანზიტული ნომრის გაცემის საფასურია - 370 ლარი;


როგორც შიდა ტრანზიტის, ისე ტრანზიტული ნომრის დაკარგვის შემთხვევაში,  საფასურია –30 ლარი.