მოპედის და მსუბუქი კვადროციკლის პირველადი რეგისტრაციისათვის მესაკუთრის მიერ სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილ უნდა იქნას:

- საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის შემთხვევაში – რეგისტრაციის განხორციელებაზე წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და წარმოდგენილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

- დათვალიერების აქტი;

- ტრანსპორტზე საკუთრების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

- დაინტერესებული პირის წერილობითი განცხადება ტრანსპორტის საკუთრების უფლებით პირველადი რეგისტრაციის თაობაზე;

- კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.