ნასამართლობის შესახებ ცნობას გასცემს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო, რომელშიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში რეგისტრირებული/აღრიცხული მონაცემების ან/და სააგენტოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე აისახება ინფორმაცია პირის ნასამართლობისა და ძებნის შესახებ.

 

ზემოთ აღნიშნული ცნობის ასაღებად, დაინტერესებულმა პირმა სააგენტოში უნდა წარადგინოს: 

 

 

ცნობა გაიცემა უფასოდ განაცხადის შემოტანიდან ხუთი სამუშაო დღის შემდეგ და მოქმედებს მისი გაცემიდან (დამზადებიდან) 15 კალენდარული დღის განმავლობაში. დაჩქარებული წესით 1 სამუშაო დღეში ცნობის აღების საფასურია 25 ლარი, ხოლო 3 სამუშაო დღეში - 15 ლარი.