გაცნობებთ, რომ შსს მომსახურების სააგენტო 2017 წლის 31 ივლისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით დაბა მესტიის პოლიციის შენობაში დაინტერესებულ პირებს გაუწევს შემდეგ მომსახურებას:  
- სატრანსპორტო საშუალების (ავტომანქანები, მოტოციკლები, ტრაქტორები, მისაბმელები, ნახევარმისაბმელები) განბაჟება, რეგისტრაცია;
- იარაღის (სანადირო თოფი, კარაბინი, პისტოლეტი და ა.შ.) რეგისტრაცია;
- ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემა;
- მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდა, მართვის მოწმობების შეცვლა და დაკარგულის აღდგენა.