სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო აცხადებს კონკურსს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ტექნიკური მხარდაჭერის სამსახურის ტექნიკური მხარდაჭერის ოფიცრის თანამდებობაზე.


სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი

თანამდებობა: ტექნიკური მხარდაჭერის ოფიცერი

თანამდებობრივი სარგო: 1200 ლარი


ძირითადი ფუნქციები:

• ი.ტ. ინციდენტების მართვის სისტემაში დაფიქსირებული ხარვეზებისა და მოთხოვნის შესაბამისად, ახორციელებს:

- სააგენტოში არსებული კომპიუტერული ტექნიკის (თანამშრომლების პერსონალური კომპიუტერები, პერიფერიული მოწყობილობები, არასტანდარტული კომპიუტერული ტექნიკა, თხელი კლიენტები, ჯიბის კომპიუტერები, პორტაბელური Windows და LINUX მანქანები) ტექნიკურ და პროგრამულ მხარდაჭერას;

- თეორიულ საგამოცდო ოთახში არსებული კომპიუტერების ტექნიკურ და პროგრამულ მხარდაჭერას;

- ავტოსატრანსპორტო საშუალებების დათვალიერებისთვის საჭირო პოკეტების ტექნიკურ და პროგრამულ მხარდაჭერას;

- ავტომანქანის სახელმწიფო ნომრის საბეჭდი დანადგარის ტექნიკურ მხარდაჭერას;

- იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის საბეჭდი დანადგარის ტექნიკურ და პროგრამულ მხარდაჭერას;

- მართვის მოწმობების საბეჭდი დანადგარის ტექნიკურ მხარდაჭერას;

- ავტო-სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის საბეჭდი დანადგარის ტექნიკურ მხარდაჭერას;

- სააგენტოში არსებული საგამოცდო ავტომობილების ტექნიკურ მხარდაჭერას: სენსორების (TX, ციფრული ტახომეტრი), სხვადასხვა სისტემების, კამერების, დამაკავშირებლების შეცვლა და ავტომობილში არსებული კომპიუტერის სისტემური უზრუნველყოფა;

- სააგენტოს საგამოცდო მოედნის ტექნიკურ მხარდაჭერას: არსებული RX მოდულების შეცვლა, საგამოცდო ელემენტების ველის განახლება და საგამოცდო მანქანებზე მორგება.

• უზრუნველყოფს ფიზიკურ და უკაბელო ქსელური ინფრასტრუქტურის ტექნიკურ მხარდაჭერას: შეცვლა, დამატება, განახლება, დიაგნოსტიკა/ტესტირება.

• ახორციელებს უწყვეტი კვების წყაროების (სტაციონარული, მოდულური, არამოდულური და ა.შ.) ტექნიკურ მხარდაჭერას: შეცვლა, დამატება, განახლება, დიაგნოსტიკა/ტესტირება.

• ახორციელებს თანამშრომლების დასწრების აღრიცხვის ბარათების წამკითხველის ტექნიკურ მხარდაჭერას.

• უზრუნველყოფს სააგენტოს ტერიტორიაზე დამონტაჟებულ შიდა და გარე სამეთვალყურეო კამერების და ვიდეო გამოსახულების ჩამწერი მოწყობილობების (DVR, NVR) ტექნიკურ მხარდაჭერას: შეცვლა, დამატება, განახლება, დიაგნოსტიკა/ტესტირება.

• სამუშაოების ეფექტიანად წარმართვის მიზნით, უზრუნველყოფს სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებული (რეგლამენტები, პროცედურები, ინსტრუქციები და ა.შ.) დოკუმენტების გაცნობას და შესწავლას;

• უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების, აგრეთვე უშუალო ხელმძღვანელის ან/და ზემდგომი ხელმძღვანელი პირ(ებ)ის მიერ გაცემული დავალებებისა და ცალკეული მითითებების შესრულებას.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

• უმაღლესი განათლება

• სახელმწიფო ენის ცოდნა


დამატებითი მოთხოვნები:

• ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;

• საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Word, MS Excel) ცოდნა.

• მართვის მოწმობა - B კატეგორია


პროფესიული ცოდნა და უნარები:

• ორგანიზებულობა

• დეტალებზე ორიენტირების უნარი

• დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი

• შემჭირდოვებულ ვადებში ეფექტიანად მუშაობის უნარი

• მომსახურების ხარისხზე ორიენტირებულობა


საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით შსს სისტემაში არ მიიღება:

• განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი;

• პირი, რომლის მიმართაც მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა;

• პირი, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია ქმედუუნაროდ ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ;

• პირი, რომელსაც სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;

• პირი, რომლის ჯანმრთელობაც, ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის სამედიცინო დასკვნის თანახმად, არ აკმაყოფილებს მოცემული თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ მოთხოვნებს;

• ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით, ფსიქიკური ან/და სხვა სნეულებით დაავადებული პირი. სნეულებათა ჩამონათვალს ერთობლივად ადგენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი;

• პირი, რომელიც თანამდებობის დაკავების შედეგად უშუალო სამსახურებრივი ზედამხედველობით უკავშირდება მშობელს, მეუღლეს, დას, ძმას, შვილს ან მეუღლის დას, ძმას, მშობელს;

• უცხო ქვეყნის მოქალაქე/უცხო ქვეყნის მოქალაქეობის პრეტენდენტი, საქართველოს კანონით ან საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამონაკლისის გარდა;

• სპეციალური შემოწმების შედეგად უარყოფითი შეფასების/შედეგის მქონე პირი;

• პირი, რომელმაც სამსახურში მიღების პროცესში შეგნებულად დამალა მასთან დაკავშირებული ინფორმაცია ან წარადგინა არასწორი მონაცემები;

• პირი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს საქართველოს შს სამინისტროში სამსახურის გავლის წესის მოთხოვნებს.



საკონკურსო თემატიკა:

• საქართველოს კანონი “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ”

• საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 28 თებერვლის N24 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“;


კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატმა ელექტრონული ფორმით უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

• სრულყოფილად შევსებული სააპლიკაციო ფორმა

• რეზიუმე / CV

• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

• განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომი) ასლი;

• მართვის მოწმობის ასლი;

• ფოტო 3X4;

• სამხედრო ბილეთი ან წვევამდელის მოწმობა.


კონკურსის ეტაპები:

• აპლიკაციების შეფასება / გადარჩევა

• გასაუბრება

• სპეციალური კომისიის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება;

• ფიზიკური მომზადების დონის შემოწმება;

• პოლიციაში მიღება.


დამატებითი ინფორმაცია:

კონკურსის მეორე ეტაპზე გადავლენ კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და განაცხადში მითითებულ დოკუმენტებს წარმოადგენენ სრულად.

წარმატებულ კანდიდატებთან დაკავშირება, ასევე კონკურსის ეტაპების შედეგების შესახებ კონკურსანტების ინფორმირება მოხდება მათ მიერ აპლიკაციაში მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის შესაბამისად.


საყურადღებო ინფორმაცია:

დაინტერესებული პირის მიერ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარდგენილი განაცხადით კანდიდატი თანხმობას აცხადებს, რომ მის მიერ მითითებული ინფორმაციის სიზუსტე და კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა გადამოწმებულ იქნეს სააგენტოს მიერ. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირებმა განცხადებაში მოთხოვნილი დოკუმენტები და შევსებული სააპლიკაციო ფორმა, გთხოვთ, გადმოაგზავნეთ ელ. ფოსტაზე: hr@sa.gov.ge.

საკონკურსო განაცხადების მიღების ვადა: 2019 წლის 10 მაისის ჩათვლით.


აპლიკაციის ჩამოსატვირთად დააჭირეთ აქ

გისურვებთ წარმატებებს!