გაცნობებთ, რომ შსს მომსახურების სააგენტო 2019 წლის 30 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით დაბა მესტიის პოლიციის შენობაში დაინტერესებულ პირებს გაუწევს შემდეგ მომსახურებას:

• სატრანსპორტო საშუალების (ავტომანქანები, მოტოციკლები, ტრაქტორები, მისაბმელები, ნახევარმისაბმელები) განბაჟება, რეგისტრაცია;

• იარაღის (სანადირო თოფი, კარაბინი, პისტოლეტი და ა.შ.) რეგისტრაცია;

• ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემა;

• მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდა, მართვის მოწმობების შეცვლა და დაკარგულის აღდგენა.