სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო აცხადებს კონკურსს შემდეგ ვაკანტურ თანამდებობებზე:
- ადმინისტრაციული დეპარტამენტის საქმისწარმოების განყოფილების მთავარი სპეციალისტი
- აღმოსავლეთის რეგიონალური დეპარტამენტის თელავის მომსახურების ცენტრის უფროსი ინსპექტორი
- ადმინისტრაციული დეპარტამენტის ლეგალიზაციის და აპოსტილის განყოფილების უფროსი ინსპექტორი
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირებმა განცხადებაში მოთხოვნილი დოკუმენტები და შევსებული სააპლიკაციო ფორმა გთხოვთ, გადმოაგზავნეთ ელ. ფოსტაზე: hr@sa.gov.ge.
გთხოვთ, ელექტრონული წერილის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ იმ ვაკანტური თანამდებობის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2020 წლის 13 მარტი.
გისურვებთ წარმატებებს!