2023 წლის 1 იანვრიდან, „სსიპ − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისთვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებები ამოქმედდება, რომლის მიხედვითაც იცვლება გარკვეული სერვისების საფასურები. კერძოდ, ცვლილება შეეხება სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობისა და სახელმწიფო სანომრე ნიშნების გაცემის საფასურს.

   ცვლილებების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე: https://www.sa.gov.ge/d/normativeacts