მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები 2026 წლის 9 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით არ იმუშავებს.
🔹 იმ პირებს, რომლებსაც მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე (მოედანი) გასვლის 30-ე დღე 2026 წლის 9 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით უწევდათ, გამოცდაზე გასვლის უფლება მიეცემათ 14 აპრილიდან 18 აპრილის ჩათვლით.
🔹იმ პირებს, რომლებსაც შენახული/დაჯავშნილი აქვთ სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშნები და აღნიშნულ პერიოდში ეწურებათ შენახვის/დაჯავშნის დრო, ვადა გაუხანგრძლივდებათ 14 აპრილის ჩათვლით.
🔹იმ პირებს, რომლებსაც სატრანსპორტო საშუალების განბაჟების ბოლო დღე უწევთ 2026 წლის 9 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით პერიოდში, საჯარიმო სანქციები არ დაეკისრებათ და განბაჟების ბოლო ვადად განესაზღვრებათ 14 აპრილი.
მომსახურების სააგენტო არის მოწინავე სახელმწიფო სერვისების მიწოდების და დისტანციური მომსახურების სფეროში
ისარგებლეთ ჩვენი კომფორტული და სწრაფი სერვისებით როგორც სააგენტოს სერვის ცენტრებში, ასევე ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად.