სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები საგამოცდო პროცესის გაუმჯობესების მიზნით, 15 ივნისიდან ოზურგეთსა და ახალციხეში, მარშრუტების ცვლილება განხორციელდება.

ოზურგეთში - სატრანსპორტო საშუალების „B“ და „BE“ კატეგორიის მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპისთვის განკუთვნილი სამი მარშრუტი ჩანაცვლდება ახალი მარშრუტებით;

ახალციხეში - სატრანსპორტო საშუალების „B“ და „BE“ კატეგორიის მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპს დაემატება სამი ახალი მარშრუტი.