2022 წლის 26 აპრილიდან 6 ივნისამდე პერიოდში ის პირები, რომლებსაც შეუსრულდათ 18 წელი და 2022 წლის 28 მარტამდე ჰქონდათ 25კმ/სთ-ზე მეტი კონსტრუქციული სიჩქარის მქონე ორთვლიან ან სამთვლიან მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის არანაკლებ 3-თვიანი გამოცდილება, „A1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოსაპოვებლად რიგის დაჯავშნის გარეშე ჩააბარებენ მხოლოდ თეორიულ გამოცდას და მათზე გაიცემა შესაბამისი ქვეკატეგორიის მართვის მოწმობა.


სატრანსპორტო საშუალების მართვის არანაკლებ 3 (სამი) თვის გამოცდილება უნდა დასტურდებოდეს:

ა) მძღოლობის კანდიდატის მიერ წარმოდგენილი განცხადებით, რომლითაც იგი ადასტურებს 2022 წლის 28 მარტამდე 25 კმ/სთ-ზე მეტი კონსტრუქციული სიჩქარის მქონე ორ ან სამთვლიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის გამოცდილებას;

ბ) მძღოლობის კანდიდატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტ(ებ)ით, რომლითაც დასტურდება 2022 წლის 28 მარტამდე მის მიერ 25 კმ/სთ-ზე მეტი კონსტრუქციული სიჩქარის მქონე ორ- ან სამთვლიანი ძრავიანი სატრანსპორტო საშუალების კანონიერად ფლობის/სარგებლობის ან აღნიშნული მახასიათებელების მქონე სატრანსპორტო საშუალების მის სახელზე რეგისტრაციის ფაქტი.


დამატებითი ინფორმაცია


* თეორიულ გამოცდაზე გასვლის საფასური: 40 ლარი ;

* მართვის მოწმობის დამზადების საფასური: 15 ლარი .


„A1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებად განკუთვნილი თეორიული გამოცდის საკითხები (საკითხები ძალაშია 2022 წლის 26 აპრილიდან 6 ივნისამდე)