სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მომსახურების ეფექტიანობის უზრუნველყოფისა და ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომობის ფარგლებში, სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ, 2020 წელს, განხორციელდა შემდეგი სახის ღონისძიებები:
• მომსახურების სააგენტოს რეგიონალური დეპარტამენტის თბილისის სამმართველოს დაემატა შემდეგი სახის მომსახურება - დაკარგული ან დაზიანებული სახელმწიფო სანომრე ნიშნების დამზადება -აღდგენა.
• ქ. თბილისის სტრუქტურულ ერთეულში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა გაიხსნა. დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა მიეცა აღნიშნულ შენობაში იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების გარდა მიიღოს დამატებითი სახის მომსახურება, კერძოდ დაკარგული ან დაზიანებული სახელმწიფო სანომრე ნიშნების დამზადება -აღდგენა.
• ქ. გორის სტრუქტურულ ერთეულში მოეწყო სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდისთვის განკუთვნილი საგამოცდო მოედანი.
• სააგენტოში დაინერგა ახალი სერვისები, კერძოდ:
• სატელეფონო კონსულტაციის სამსახურის სტანდარტული ნომერი 032 2 41 91 91 შეიცვალა ახალი, მარტივი და ადვილად დასამახსოვრებელი ნომრით: 12 72. ხოლო ძველ ნომერზე (032 2 41 91 91) დაკავშირება შესაძლებელია მხოლოდ საზღვარგარეთის ქვეყნებიდან;
• პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით, შეიზღუდა იმ პირთა წრე, ვისაც უფლება აქვს მიიღოს „სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ და „იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ ცნობა;
• სააგენტოს თანამშრომლებისთვის შესყიდულ იქნა ახალი დიზაინის ზამთრის უნიფორმა.