მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე დასაშვებად სავალდებულოა დაჯავშნოთ რიგი.

იხილეთ ბმული.


B1 ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე დასაშვებად დაინტერესებულმა პირმა (არასრულწლოვანი) საჭიროა წარმოადგინოს:

• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

• ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა IV 100/ა);

• დაბადების მოწმობა (დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი);

• მშობელი ან მშობლის ნოტარიული წესით დამოწმებული თანხმობა;

• საჯარო სკოლის ან მძღოლთა მოსამზადებელი დაწესებულების (ავტოსკოლა) მიერ გაცემული დოკუმენტი.


გამოცდაზე პირველადი გასვლის საფასური შეადგენს 55 ლარს (მართვის მოწმობის დამზადების საფასური - 15 ლარი, გამოცდაზე გასვლის საფასური - 40 ლარი). თეორიულ გამოცდაზე ყოველი შემდეგი გასვლის შემთხვევაში საფასური შეადგენს 40 ლარს.


კანდიდატს თეორიული გამოცდის წარმატებით ჩაბარებიდან უფლება აქვს 30 კალენდარული დღის განმავლობაში (7 დღის ინტერვალით უფასო გასვლა) ჩააბაროს პრაქტიკული გამოცდა.


B1 ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდისთვის განკუთვნილი ელემენტები:

• რვიანი;

• ზიგზაგი;

• შეზღუდული სიგანის შემოსაბრუნებელი უბანი (მოძრაობის მიმართულების შეცვლა).



მართვის მოწმობა მზადდება გამოცდის წარმატებით ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.


დაჩქარებული წესით მოწმობის დამზადების ვადები და საფასურები:

1 (ერთ) სამუშაო დღეში მოწმობის დამზადების საფასური - 50 ლარი.

2 (ორ) სამუშაო დღეში მოწმობის დამზადების საფასური - 40 ლარი.



B კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე დასაშვებად დაინტერესებულმა პირმა (არასრულწლოვანი) საჭიროა წარმოადგინოს:

• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

• ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა IV 100/ა);

• დაბადების მოწმობა (დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი);

• მშობელი ან მშობლის ნოტარიული წესით დამოწმებული თანხმობა;• საჯარო სკოლის ან მძღოლთა მოსამზადებელი დაწესებულების (ავტოსკოლა) მიერ გაცემული დოკუმენტი.


გამოცდაზე პირველადი გასვლის საფასური შეადგენს 15 ლარს, შემდეგი გასვლის შემთხვევაში საფასური შეადგენს 40 ლარს.



B კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე დასაშვებად დაინტერესებულმა პირმა (სრულწლოვანი) საჭიროა წარმოადგინოს:

• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

• ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა IV 100/ა);


გამოცდაზე პირველადი გასვლის საფასური შეადგენს 55 ლარს (მართვის მოწმობის დამზადების საფასური - 15 ლარი, გამოცდაზე გასვლის საფასური - 40 ლარი). თეორიულ გამოცდაზე ყოველი შემდეგი გასვლის შემთხვევაში საფასური შეადგენს 40 ლარს.



B კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდები ბარდება ორ ეტაპად.

I ეტაპი - მოედანი;
II ეტაპი - რეალური მოძრაობა.


კანდიდატს თეორიული გამოცდის წარმატებით ჩაბარებიდან უფლება აქვს 30 კალენდარული დღის განმავლობაში (7 დღის ინტერვალით უფასო გასვლა) ჩააბაროს პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპი. პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება შესაძლებელია როგორც მექანიკური, ისე ავტომატური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილზე.



B კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპისთვის განკუთვნილი ელემენტები:

• პარალელური პარკირება;

• ზიგზაგი

• შეზღუდული სიგანის შემოსაბრუნებელი უბანი;

• უკუსვლით პარკირება

• რვიანი;

• აღმართი.


გამოცდის დაწყებამდე მძღოლობის კანდიდატს ენიჭება 100 ქულა, რომლიდანაც მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის საკვალიფიკაციო მოთხოვნების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, აკლდება საჯარიმო ქულები. პრაქტიკული გამოცდა წარამტებით ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ მძღოლობის კანდიდატი პრაკტიკული გამოცდის ყველა საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნის შესრულების შედეგად არ დააგროვებს 39-ზე მეტ საჯარიმო ქულას.


კანდიდატს პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან უფლება აქვს 365 კალენდარული დღის განმავლობაში (პირველადი გეგმიური გასვლა - 15 კალენდარული დღის შემდეგ, ხოლო შემდეგი გასვლები 30 დღის ინტერვალით) ჩააბაროს პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი.


* პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე გეგმიური გასვლის საფასური - 90 ლარი.


მძღოლობის კანდიდატს, რომელიც პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე დაიშვება, გამოცდის ჩაბარება საგზაო მოძრაობის სხვადასხვა ინტენსივობის გზაზე მოუწევს. ამასთან, გამოცდის დაწყებამდე კანდიდატმა საჭიროა უპასუხოს სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებულ კითხვებს. 


პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე დასაშვებად სავალდებულოა დაჯავშნოთ რიგი.

იხილეთ ბმული.


კანდიდატი ვალდებულია პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე გამოცხადდეს 15 წუთით ადრე. აღნიშნული დროის დარღვევით გამოცხადების ან გამოუცხადებლობის შემთხვევაში, ხდება მისი 90 კალენდარული დღით დისკვალიფიკაცია და უნარჩუნდება გადახდილი თანხის 50%.


შენიშვნა:

* თუ მძღოლობის კანდიდატი გამოცდაზე გამოცხადების დრომდე 72 საათით ადრე გააუქმებს ჯავშანს შეზღუდვა არ ვრცელდება.

* თუ გამოცდაზე გამოცხადების დრომდე დარჩენილია 72 საათზე ნაკლები გამოცდაზე გამოუცხადებლობის შესახებ ინფორმაცია მძღოლობის კანდიდატმა საჭიროა მომსახურების სააგენტოს ცხელ ხაზზე დარეკვით ან წერილობითი მიმართვით (სტურუქტურულ ერთეულებში, ელფოსტაზე) დააფიქსიროს. აღნიშნულ შემთხვევაში კანდიდატის მიმართ 90 დღიანი დისკვალიფიკაცია არ გავრცელდება.


დაწესებული შეღავათები

1. 17 წლის პირები თავისუფლდებიან საფასურისაგან:

• სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე ერთჯერადად, პირველადი დაშვებისას;

• პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე ერთჯერადად, პირველადი დაშვების შემთხვევაში, თუ 18 წლამდე პირმა თეორიულ გამოცდაზე პირველადი დაშვებისას წარმატებით ჩააბარა თეორიული გამოცდა და ამავე პირმა პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპი პირველივე ჯერზე წარმატებით ჩააბარა.

2. საფასურის 50%-ის გადახდისაგან თავისუფლდება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების არმქონე პირი, რომელსაც სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის მიხედვით 70 000 ან 70 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა აქვს:

• სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე ერთჯერადად, პირველადი დაშვებისას;

• პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე ერთჯერადად, პირველადი დაშვების შემთხვევაში, თუ პირმა თეორიულ გამოცდაზე პირველადი დაშვებისას წარმატებით ჩააბარა თეორიული გამოცდა და ამავე პირმა პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპი პირველივე ჯერზე წარმატებით ჩააბარა.


მართვის მოწმობა მზადდება გამოცდის წარმატებით ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.


დაჩქარებული წესით მოწმობის დამზადების ვადები და საფასურები:

1 (ერთ) სამუშაო დღეში მოწმობის დამზადების საფასური - 50 ლარი.

2 (ორ) სამუშაო დღეში მოწმობის დამზადების საფასური - 40 ლარი.


B კატეგორიით ასევე შეუძლია მართოს:

•     „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება;

• „B1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალება (B მექანიკის შემთხვევაში);

• თვლიანი სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორი, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 4 250 კგ-ს, აგრეთვე აღნიშნული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, გადაბმული მისაბმელთან, თუ ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 4 250 კგ-ს (B მექანიკის შემთხვევაში).



დამატებითი ინფორმაცია:

* იმ პირებს, ვისაც A ან/და A1 კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება მიღებული აქვთ 2014 წლის 15 დეკემბრამდე, აბარებენ მხოლოდ პრაქტიკულ გამოცდებს;

* იმ პირებს, ვისაც C კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება მიღებული აქვთ 2012 წლის 1 აგვისტომდე, აბარებენ მხოლოდ პრაქტიკულ გამოცდებს;