იხილეთ ბმული.
* T კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებად ბარდება მხოლოდ თეორიული გამოცდა.
• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
• ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა IV 100/ა);
• მძღოლთა მოსამზადებელ დაწესებულებაში (ავტო სკოლა) შესაბამისი კატეგორიისთვის გადამზადების დამადასტურებელი დოკუმენტი;
• მოქმედი მართვის მოწმობა (არსებობის შემთხვევაში).
შენიშვნა: არასრულწლოვანმა პირმა, დამატებით, უნდა წარმოადგინოს დაბადების მოწმობა ან მისი ნოტარიულად დამოწმებული ასლი. ასევე, გამოცდაზე უნდა გამოცხადდეს მშობელთან ერთად, ან წარმოადგინოს მშობლის ნოტარიული წესით დამოწმებული თანხმობა.
თეორიულ გამოცდაზე პირველადი გასვლის საფასური შეადგენს 55 ლარს, საიდან 15 ლარი არის მართვის მოწმობის დამზადების საფასური და 40 ლარი - გამოცდაზე გასვლის საფასური.
მართვის მოწმობა მზადდება გამოცდის წარმატებით ჩაბარებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში.
დაჩქარებული წესით მოწმობის დამზადების ვადები და საფასურები:
1 (ერთ) სამუშაო დღეში მოწმობის დამზადების საფასური - 50 ლარი.
2 (ორ) სამუშაო დღეში მოწმობის დამზადების საფასური - 40 ლარი.
„T“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს აგრეთვე უფლება აქვს მართოს „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება.