სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო აცხადებს კონკურსს რუსთავის ცენტრალური ფილიალის (დეპარტამენტი) სარეგისტრაციო უზრუნველყოფის სამმართველოს სარეგისტრაციო განყოფილების მომსახურების მენეჯერის თანამდებობაზე.


სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. რუსთავი

თანამდებობა: მომსახურების მენეჯერი (სამოქალაქო პირი)

ვაკანტური ადგილების რაოდენობა - 3

თანამდებობრივი სარგო: 1500


ძირითადი ფუნქციები:

• სამუშაო დღის მანძილზე, მისთვის განსაზღვრულ სექტორში ახორციელებს მომხმარებელთა მხარდაჭერას და მომსახურების მიღების გამარტივების მიზნით, ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე, უზრუნველყოფს მათთვის კონსულტაციის გაწევას. (ინდივიდუალური საჭიროების დაზუსტება და შესაბამისი მომსახურების მისაღებად გადამისამართება, სააგენტოს სერვისების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება, სავალდებულო პროცედურების განმარტება და სხვა);

• შესაბამის სექტორში ახორციელებს თანამშრომლების მიერ:

- სამუშაო და შესვენების დროის რაციონალურად გამოყენების კოორდინაციასა და კონტროლს;

- სააგენტოში არსებული მომსახურების სტანდარტების შესრულებაზე კონტროლს;

- გარეგნული იერსახისა და ინდივიდუალური სამუშაო სივრცის მოწესრიგებულ მდგომარეობაში შენარჩუნებაზე კონტროლს;

- ელექტრონული რიგის მართვის სისტემასთან სწორად მუშაობის კონტროლს;

• მომხმარებლის მიერ მომსახურების დროულად მიღების მიზნით, ახორციელებს არსებული ელექტრონული რიგის ნომრის მართვას და გამართულად მუშაობის კონტროლს;

• საჭიროების შემთხვევაში თავად ახორციელებს მომხმარებლისთვის მომსახურების მიწოდებას;

• სხვადასხვა ფაქტორით (შიდა/გარე) გამოწვეული მომსახურების შეფერხების შემთხვევაში, უზრუნველყოფს სექტორში მომლოდინე მომხმარებლების ინფორმირებას;

• უზრუნველყოფს პრობლემურ/არასტანდარტულ შემთხვევებზე დროულ რეაგირებას და მართვას;

• ზედმიწევნით ეცნობა სააგენტოს სამუშაო პროცესთან დაკავშირებულ ახალ ინფორმაციას;

• საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს სააგენტოს მიერ დაგეგმილ/განსახორციელებელ პროექტებში ჩართულობას;

• გაწეული საქმიანობის შესახებ აწარმოებს ყოველდღიურ სტატისტიკას;

• მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოფს ყოველთვიური და კვარტალური შედეგების შესახებ ანგარიშების მომზადებას;

• უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების, აგრეთვე უშუალო ხელმძღვანელის ან/და ზემდგომი ხელმძღვანელი პირ(ებ)ის მიერ გაცემული დავალებებისა და ცალკეული მითითებების შესრულებას.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

• უმაღლესი განათლება

• სახელმწიფო ენის ცოდნა

დამატებითი მოთხოვნები:

• უმაღლესი განათლება - სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, იურიდიული, სოციალური მეცნიერებების, საჯარო მმართველობის სპეციალობით;

• მომსახურების სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;

• საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Word, MS Excel, MS Power point) ცოდნა.

• ინგლისური ან/და რუსული ენ(ებ)ის ცოდნა;

უნარ-ჩვევები

• ორგანიზებულობა და დინამიურ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი

• ეფექტური კომუნიკაციის უნარი (ზეპირი და წერილობითი)

• სტრესულ გარემოში სწრაფად ადაპტირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი

• გუნდური მუშაობის უნარი

• მომხმარებლის კმაყოფილებასა და შედეგზე ორიენტირებულობა

• დეტალებზე ორიენტირების უნარი

• თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა


საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით შსს სისტემაში არ მიიღება:

• განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი;

• პირი, რომლის მიმართაც მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა;

• პირი, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია ქმედუუნაროდ ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ;

• პირი, რომელსაც სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;

• პირი, რომლის ჯანმრთელობაც, ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის სამედიცინო დასკვნის თანახმად, არ აკმაყოფილებს მოცემული თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ მოთხოვნებს;

• ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით, ფსიქიკური ან/და სხვა სნეულებით დაავადებული პირი. სნეულებათა ჩამონათვალს ერთობლივად ადგენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი;

• პირი, რომელიც თანამდებობის დაკავების შედეგად უშუალო სამსახურებრივი ზედამხედველობით უკავშირდება მშობელს, მეუღლეს, დას, ძმას, შვილს ან მეუღლის დას, ძმას, მშობელს;

• უცხო ქვეყნის მოქალაქე/უცხო ქვეყნის მოქალაქეობის პრეტენდენტი, საქართველოს კანონით ან საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამონაკლისის გარდა;

• სპეციალური შემოწმების შედეგად უარყოფითი შეფასების/შედეგის მქონე პირი;

• პირი, რომელმაც სამსახურში მიღების პროცესში შეგნებულად დამალა მასთან დაკავშირებული ინფორმაცია ან წარადგინა არასწორი მონაცემები;

• პირი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს საქართველოს შს სამინისტროში სამსახურის გავლის წესის მოთხოვნებს.


საკონკურსო თემატიკა:

• საქართველოს კანონი “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ”

• საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 28 თებერვლის N24 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“;

• საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის N150 ბრძანება „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“;


აღნიშნული ნორმატიული აქტების სანახავად გადადით ბმულზე: https://www.sa.gov.ge/d/normativeacts


კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატმა უნდა ატვირთოს/წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

• სრულყოფილად შევსებული სააპლიკაციო ფორმა

• რეზიუმე / CV

• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

• განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომი) ასლი;

• ფოტო 3X4 1 (ერთი) ცალი;

• სამხედრო ბილეთი ან წვევამდელის მოწმობა.


კონკურსის ეტაპები:

1. აპლიკაციების შეფასება / გადარჩევა

2. გასაუბრება


დამატებითი ინფორმაცია:

კონკურსის მეორე ეტაპზე გადავლენ კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და განაცხადში მითითებულ დოკუმენტებს წარმოადგენენ სრულად.

წარმატებულ კანდიდატებთან დაკავშირება, ასევე კონკურსის ეტაპების შედეგების შესახებ კონკურსანტების ინფორმირება მოხდება მათ მიერ აპლიკაციაში მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის შესაბამისად.

საყურადღებო ინფორმაცია:

დაინტერესებული პირის მიერ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარდგენილი განაცხადით კანდიდატი თანხმობას აცხადებს, რომ მის მიერ მითითებული ინფორმაციის სიზუსტე და კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა გადამოწმებულ იქნეს სააგენტოს მიერ.კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირებმა განცხადებაში მოთხოვნილი დოკუმენტები და შევსებული სააპლიკაციო ფორმა, გთხოვთ, გადმოაგზავნეთ ელ. ფოსტაზე: hr@sa.gov.ge


აპლიკაციის ჩამოსატვირთად დააჭირეთ აქ

გისურვებთ წარმატებებს!