სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო აცხადებს კონკურსს დასავლეთის რეგიონალური დეპარტამენტის ქუთაისის მომსახურების ცენტრის (სამსახური) ინსპექტორის თანამდებობაზე


სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი

ვაკანტური ადგილების რაოდენობა - 1

თანამდებობრივი სარგო: 1140


ძირითადი ფუნქციები:

• მომხმარებლის მიმართვისას განიხილავს წარმოდგენილ დოკუმენტაციას, შესაბამისი საინფორმაციო სისტემის/ბაზის გამოყენებით უზრუნველყოფს კანონმდებლობით გათვალისწინებული მონაცემების შემოწმებას და სპეციალურ საოპერაციო სისტემაში სათანადო ინფორმაციის განთავსების შემდეგ ახორციელებს:

- მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისანიჭებელი პრაქტიკული გამოცდის ორგანიზებას;

- „A“, „B“, „BE“, „C“, „CE“, „D“, „DE“, „T“, „S“, „ტრამვაი“ კატეგორიებისა და „A1“, „B1“, „C1“, „C1E“, „D1“, „D1E“ ქვეკატეგორიების მართვის უფლების მისანიჭებელი პრაქტიკული გამოცდის ჩატარებას და კანდიდატის საბოლოო შეფასების დაფიქსირებას, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწიებით;

• მომხმარებლის მიერ არასრულად ან ხარვეზით წარმოდგენილი დოკუმენტაციის ან სხვა სახის დამაბრკოლებელი გარემოების დაფიქსირების შემთხვევაში, აღნიშნულის შესახებ უზრუნველყოფს მომხმარებლის სრულფასოვან ინფორმირებას და შემდგომში საკითხის დადებითად გადაწყვეტის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში აძლევს რეკომენდაციას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

• საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის სააგენტოს სერვისებისა და პროცედურების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას;

• მომსახურების პროცესის ეფექტიანად წარმართვის მიზნით უზრუნველყოფს სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებული (რეგლამენტები, პროცედურები, ინსტრუქციები და ა.შ.) დოკუმენტების გაცნობას და შესწავლას;

• უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების, აგრეთვე უშუალო ხელმძღვანელის ან/და ზემდგომი ხელმძღვანელი პირ(ებ)ის მიერ გაცემული დავალებებისა და ცალკეული მითითებების შესრულებას.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

• უმაღლესი განათლება

• სახელმწიფო ენის ცოდნა

დამატებითი მოთხოვნები:

• მართვის მოწმობა - არანაკლებ B კატეგორია (სასურველია სხვა კატეგორიებიც)

• ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება

• საოფისე პროგრამების (Word - კარგად , Excel - საშუალოდ) ცოდნა

• სასურველია კანდიდატს არ ჰქონდეს ადმინისტრაციული სახდელ(ებ)ი (ავტოჯარიმები და სხვ.) - უკანასკნელი 3 წლის მანძილზე

• სასურველია უცხო ენ(ებ)ის (რუსული ან/და ინგლისური) ცოდნა (B2 დონე);

უნარ-ჩვევები:

• ორგანიზებულობა

• ეფექტური კომუნიკაციის უნარი

• დეტალებზე ორიენტირების უნარი

• დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი

• სტრესულ ან/და სახიფათო ვითარებაში სხარტი რეაგირებისა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი

• შემჭირდოვებულ ვადებში ეფექტიანად მუშაობის უნარი

მომსახურების ხარისხზე ორიენტირებულობა


საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით შსს სისტემაში არ მიიღება:

• პირი, რომელიც მუშაობს რომელიმე მძღოლთა მოსამზადებელ დაწესებულებაში ინსტრუქტორად.

• განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი;

• პირი, რომლის მიმართაც მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა;

• პირი, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია ქმედუუნაროდ ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ;

• პირი, რომელსაც სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;

• პირი, რომლის ჯანმრთელობაც, ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის სამედიცინო დასკვნის თანახმად, არ აკმაყოფილებს მოცემული თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ მოთხოვნებს;

• ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით, ფსიქიკური ან/და სხვა სნეულებით დაავადებული პირი. სნეულებათა ჩამონათვალს ერთობლივად ადგენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი;

• პირი, რომელიც თანამდებობის დაკავების შედეგად უშუალო სამსახურებრივი ზედამხედველობით უკავშირდება მშობელს, მეუღლეს, დას, ძმას, შვილს ან მეუღლის დას, ძმას, მშობელს;

• უცხო ქვეყნის მოქალაქე / უცხო ქვეყნის მოქალაქეობის პრეტენდენტი, საქართველოს კანონით ან საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამონაკლისის გარდა;

• სპეციალური შემოწმების შედეგად უარყოფითი შეფასების /შედეგის მქონე პირი;

• პირი, რომელმაც სამსახურში მიღების პროცესში შეგნებულად დამალა მასთან დაკავშირებული ინფორმაცია ან წარადგინა არასწორი მონაცემები;

• პირი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს საქართველოს შს სამინისტროში სამსახურის გავლის წესის მოთხოვნებს.

საკონკურსო თემატიკა:

• საქართველოს კანონი “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ”

• საქართველოს კანონი „საგზაო მოძრაობის შესახებ“

• საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 28 თებერვლის N24 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“;

• საქართველოს შს მინისტრის 2012 წლის 01 აგვისტოს N598 ბრძანება „სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, გაუქმების, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესი და პირობების დამტკიცების შესახებ“

• საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის N150 ბრძანება „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“


აღნიშნული ნორმატიული აქტების სანახავად გადადით ბმულზე: https://www.sa.gov.ge/d/normativeacts


კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატმა შევსებულ აპლიკაციასთან ერთად უნდა ატვირთოს/წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

1. რეზიუმე / CV

2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

3. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომი) ასლი;

4. ფოტო 3X4 1 (ერთი) ცალი;

5. მართვის მოწმობის ასლი;

6. სამხედრო ბილეთი ან წვევამდელის მოწმობა.


კონკურსის ეტაპები:

1. აპლიკაციების შეფასება / გადარჩევა

2. გასაუბრება

3. სპეციალური კომისიის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება;

4. ფიზიკური მომზადების დონის შემოწმება;

5. პოლიციაში მიღება.


დამატებითი ინფორმაცია:

კონკურსის მეორე ეტაპზე გადავლენ კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და განაცხადში მითითებულ დოკუმენტებს წარმოადგენენ სრულად.

წარმატებულ კანდიდატებთან დაკავშირება, ასევე კონკურსის ეტაპების შედეგების შესახებ კონკურსანტების ინფორმირება მოხდება მათ მიერ აპლიკაციაში მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის შესაბამისად.

საყურადღებო ინფორმაცია:

დაინტერესებული პირის მიერ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარდგენილი განაცხადით კანდიდატი თანხმობას აცხადებს, რომ მის მიერ მითითებული ინფორმაციის სიზუსტე და კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა გადამოწმებულ იქნეს სააგენტოს მიერ.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირებმა განცხადებაში მოთხოვნილი დოკუმენტები და შევსებული სააპლიკაციო ფორმა, გთხოვთ, გადმოაგზავნეთ ელ. ფოსტაზე: hr@sa.gov.ge


აპლიკაციის ჩამოსატვირთად დააჭირეთ აქ

გისურვებთ წარმატებებს!