სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო აცხადებს კონკურსს აღმოსავლეთის რეგიონალური დეპარტამენტის გორის მომსახურების ცენტრში.

სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. გორი

თანამდებობა: პრაქტიკული გამოცდის უფროსი ექსპერტი

ვაკანტური თანამდებობის რაოდენობა: 3

თანამდებობრივი სარგო: 1600


ძირითადი ფუნქციები:

• მომხმარებლის მიმართვისას განიხილავს წარმოდგენილ დოკუმენტაციას, შესაბამისი საინფორმაციო სისტემის/ბაზის გამოყენებით უზრუნველყოფს კანონმდებლობით გათვალისწინებული მონაცემების შემოწმებას და სპეციალურ საოპერაციო სისტემაში სათანადო ინფორმაციის განთავსების შემდეგ ახორციელებს:

- მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისანიჭებელი პრაქტიკული გამოცდის დაწყებამდე: მძღოლობის კანდიდატის იდენტიფიცირებას, გამოცდის წესების ახსნას, მძღოლობის კანდიდატისა და გამომცდელის უფლებების/მოვალეობების ახსნას, დამატებითი კითხვების შემთხვევაში კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციის მიწოდებას;

- „A“, „B“, „BE“, „C“, „CE“, „D“, „DE“ კატეგორიებისა და „A1“, „B1“, „C1“, „C1E“, „D1“, „D1E“ ქვეკატეგორიების მართვის უფლების მისანიჭებელი პრაქტიკული გამოცდის შიდა საგამოცდო მოედანზე ჩატარებას და კანდიდატის საბოლოო შეფასების დაფიქსირებას, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით;

- საგამოცდო პროცესის შეუფერხებლად/უსაფრთხოდ წარმართვის მიზნით, აკონტროლებს საგამოცდო ავტოტრანსპორტისა ან/და საგამოცდო მოედნის გამართულობას;

• საჭიროების შემთხვევაში ახორციელებს მართვის უფლების მისანიჭებელი პრაქტიკული გამოცდის რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში მიღებას;

• მომხმარებლის მიერ არასრულად ან ხარვეზით წარმოდგენილი დოკუმენტაციის ან სხვა სახის დამაბრკოლებელი გარემოების დაფიქსირების შემთხვევაში, აღნიშნულის შესახებ უზრუნველყოფს მომხმარებლის სრულფასოვან ინფორმირებას და შემდგომში საკითხის დადებითად გადაწყვეტის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში აძლევს რეკომენდაციას;

• მუშაობს დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში (შიდა/გარე დოკუმენტების მიღება, გაცნობა, შესაბამისი რეაგირება), ასევე ახორციელებს დამუშავებული დოკუმენტების/მასალების სისტემატიზაციას და დაარქივებას;

• საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის სააგენტოს სერვისებისა და პროცედურების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას;

• მომსახურების პროცესის ეფექტიანად წარმართვის მიზნით უზრუნველყოფს სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებული (რეგლამენტები, პროცედურები, ინსტრუქციები და ა.შ.) დოკუმენტების გაცნობას და შესწავლას;

• ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე უზრუნველყოფს უშუალო ხელმძღვანელის ან/და ზემდგომი ხელმძღვანელი პირ(ებ)ის მიერ გაცემული დავალებებისა და ცალკეული მითითებების შესრულებას.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

• უმაღლესი განათლება

• სახელმწიფო ენის ცოდნა


დამატებითი მოთხოვნები:

• მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება

• აუცილებელია კანდიდატი ფლობდეს მართვის მოწმობას - არანაკლებ B კატეგორია (სასურველია სხვა კატეგორიებიც)

• სატრანსპორტო საშუალების მართვის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება

• საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Outlook) ცოდნა;

• სასურველია კანდიდატს არ ჰქონდეს ადმინისტრაციული სახდელ(ებ)ი (ავტოჯარიმები და სხვ.) - უკანასკნელი 3 წლის მანძილზე.


უნარ-ჩვევები:

• ორგანიზებულობა და დინამიურ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი

• ეფექტური კომუნიკაციის უნარი (ზეპირი და წერილობითი)

• სტრესულ გარემოში სწრაფად ადაპტირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი

• გუნდური მუშაობის უნარი

• მომხმარებლის კმაყოფილებასა და შედეგზე ორიენტირებულობა

• სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა

• პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულობა


საკონკურსო თემატიკა:

• საქართველოს კანონი “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ”

• საქართველოს კანონი „საგზაო მოძრაობის შესახებ“

• საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 28 თებერვლის N24 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“;

• საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 01 აგვისტოს N598 ბრძანება „სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, გაუქმების, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესი და პირობების დამტკიცების შესახებ“


კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

• სრულყოფილად შევსებული სააპლიკაციო ფორმა

• რეზიუმე / CV

• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

• მართვის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

• განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომი) ასლი;

• ფოტო 3X4 1 (ერთი) ცალი;

• სამხედრო ბილეთი ან წვევამდელის მოწმობა (საჭიროების შემთხვევაში)


კონკურსის ეტაპები:

• აპლიკაციების შეფასება / გადარჩევა

• გასაუბრება

• ჯანმრთელობის მდგომარეობის ან/და ფიზიკური მომზადების დონის შემოწმება

• სპეციალური შემოწმება


დამატებითი ინფორმაცია:

კონკურსის მეორე ეტაპზე გადავლენ კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ საკონკურსო განაცხადში მითითებულ მოთხოვნებს და სავალდებულო დოკუმენტებს წარმოადგენენ სრულად.

წარმატებულ კანდიდატებთან დაკავშირება, ასევე კონკურსის ეტაპების შედეგების შესახებ კონკურსანტების ინფორმირება მოხდება მათ მიერ აპლიკაციაში მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის შესაბამისად (ელ. ფოსტა ან/და მობილურის ნომერი).


საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით შსს სისტემაში არ მიიღება:

• განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი;

• პირი, რომლის მიმართაც მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა;

• პირი, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია ქმედუუნაროდ ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ;

• პირი, რომელსაც სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;

• პირი, რომლის ჯანმრთელობაც, ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის სამედიცინო დასკვნის თანახმად, არ აკმაყოფილებს მოცემული თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ მოთხოვნებს;

• ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით, ფსიქიკური ან/და სხვა სნეულებით დაავადებული პირი. სნეულებათა ჩამონათვალს ერთობლივად ადგენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი;

• პირი, რომელიც თანამდებობის დაკავების შედეგად უშუალო სამსახურებრივი ზედამხედველობით უკავშირდება მშობელს, მეუღლეს, დას, ძმას, შვილს ან მეუღლის დას, ძმას, მშობელს;

• უცხო ქვეყნის მოქალაქე/უცხო ქვეყნის მოქალაქეობის პრეტენდენტი, საქართველოს კანონით ან საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამონაკლისის გარდა;

• სპეციალური შემოწმების შედეგად უარყოფითი შეფასების/შედეგის მქონე პირი;

• პირი, რომელმაც სამსახურში მიღების პროცესში შეგნებულად დამალა მასთან დაკავშირებული ინფორმაცია ან წარადგინა არასწორი მონაცემები;

• პირი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს საქართველოს შს სამინისტროში სამსახურის გავლის წესის მოთხოვნებს.


დამატებითი ინფორმაცია:

- კონკურსის მეორე ეტაპზე (გასაუბრება) გადავლენ კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ საკონკურსო განაცხადში მითითებულ მოთხოვნებს და სავალდებულო დოკუმენტებს წარმოადგენენ სრულად.

- წარმატებულ კანდიდატებთან დაკავშირება, ასევე კონკურსის ეტაპების შედეგების შესახებ კონკურსანტების ინფორმირება მოხდება მათ მიერ აპლიკაციაში მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის შესაბამისად (ელ. ფოსტა ან/და მობილურის ნომერი).


! საყურადღებო ინფორმაცია:

დაინტერესებული პირის მიერ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარდგენილი განაცხადით კანდიდატი თანხმობას აცხადებს, რომ მის მიერ მითითებული ინფორმაციის სიზუსტე და კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა გადამოწმებულ იქნეს სააგენტოს მიერ.


- კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა პირ(ებ)მა განცხადებაში მოთხოვნილი დოკუმენტები და შევსებული სააპლიკაციო ფორმა, გთხოვთ, გადმოაგზავნეთ ელ. ფოსტაზე: hr@sa.gov.ge

- გთხოვთ, ელექტრონული წერილის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ იმ ვაკანტური თანამდებობის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს

- განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2019 წლის 22 ივნისი.

გისურვებთ წარმატებებს!