სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო აცხადებს კონკურსს აღმოსავლეთის რეგიონალური დეპარტამენტის თბილისის ფილიალში (სამმართველო).


სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

თანამდებობა: მომსახურების მენეჯერი

ვაკანტური თანამდებობის რაოდენობა: 1

თანამდებობრივი სარგო: 1500


ძირითადი ფუნქციები:

• სამუშაო დღის მანძილზე, ახორციელებს მომხმარებელთა მხარდაჭერას და მომსახურების მიღების გამარტივების მიზნით, ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე, უზრუნველყოფს მათთვის კონსულტაციის გაწევას. (ინდივიდუალური საჭიროების დაზუსტება და შესაბამისი მომსახურების მისაღებად გადამისამართება, სააგენტოს სერვისების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება, სავალდებულო პროცედურების განმარტება და სხვა);

• მომსახურების სივრცეში ახორციელებს თანამშრომლების მიერ:

- სამუშაო და შესვენების დროის რაციონალურად გამოყენების კოორდინაციასა და კონტროლს;

- სააგენტოში არსებული მომსახურების სტანდარტების შესრულებაზე კონტროლს;

- გარეგნული იერსახისა და ინდივიდუალური სამუშაო სივრცის მოწესრიგებულ მდგომარეობაში შენარჩუნებაზე კონტროლს;

- ელექტრონული რიგის მართვის სისტემასთან სწორად მუშაობის კონტროლს;

• მომხმარებლის მიერ მომსახურების დროულად მიღების მიზნით, ახორციელებს არსებული ელექტრონული რიგის მართვის სისტემის გამართულად მუშაობის კონტროლს, საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს კონკრეტული რიგის ნომრის მართვას/გადამისამართებას;

• საჭიროების შემთხვევაში თავად ახორციელებს მომხმარებლისთვის მომსახურების მიწოდებას;

• სხვადასხვა ფაქტორით (შიდა/გარე) გამოწვეული მომსახურების შეფერხების შემთხვევაში, უზრუნველყოფს მომსახურების სივრცეში მომლოდინე მომხმარებლების ინფორმირებას;

• უზრუნველყოფს პრობლემური/არასტანდარტული შემთხვევების იდენტიფიცირებას და აღნიშნულზე დროულ რეაგირებას / მართვას;

• ეცნობა სააგენტოს სამუშაო პროცესთან დაკავშირებულ ახალ ინფორმაციას და უზრუნველყოფს ფილიალის თანამშრომლებისთვის გაცნობას;

• საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს სააგენტოს მიერ დაგეგმილ/განსახორციელებელ პროექტებში ჩართულობას;

• გაწეული საქმიანობის შესახებ აწარმოებს ყოველდღიურ სტატისტიკას;

• მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოფს ყოველთვიური და კვარტალური შედეგების შესახებ ანგარიშების მომზადებას;

• უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების, აგრეთვე უშუალო ხელმძღვანელის ან/და ზემდგომი ხელმძღვანელი პირ(ებ)ის მიერ გაცემული დავალებებისა და ცალკეული მითითებების შესრულებას.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

• უმაღლესი განათლება

• სახელმწიფო ენის ცოდნა


დამატებითი მოთხოვნები:

• უმაღლესი განათლება - უპირატესობა მიენიჭება ბიზნესის ადმინისტრირების, იურიდიული, სოციალური მეცნიერებების, საჯარო მმართველობის სპეციალობებს;

• მუშაობის არანაკლებ 4 წლიანი გამოცდილება;

• მომსახურების სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;

• სასურველია ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

• საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Word, MS Outlook, MS Excel, MS Power point) ცოდნა;

• ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა;


უნარ-ჩვევები:

• ორგანიზებულობა და დინამიურ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი

• ეფექტური კომუნიკაციის უნარი (ზეპირი და წერილობითი)

• სტრესულ გარემოში სწრაფად ადაპტირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი

• გუნდური მუშაობის უნარი

• მომხმარებლის კმაყოფილებასა და შედეგზე ორიენტირებულობა

• სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა

• პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულობა


საკონკურსო თემატიკა:

• საქართველოს კანონი “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ”

• საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 28 თებერვლის N24 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“;

• საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის N150 ბრძანება „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“; 

• საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის N164 ბრძანება „სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვისა და გადაადგილების წესის დამტკიცების შესახებ“;

• საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 01 აგვისტოს N598 ბრძანება „სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, გაუქმების, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესი და პირობების დამტკიცების შესახებ“

• საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის N892 ბრძანება „სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

• სრულყოფილად შევსებული სააპლიკაციო ფორმა 

• რეზიუმე / CV

• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

• განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომი) ასლი;

• ფოტო 3X4 1 (ერთი) ცალი;

• სამხედრო ბილეთი ან წვევამდელის მოწმობა (საჭიროების შემთხვევაში)

კონკურსის ეტაპები:

• აპლიკაციების შეფასება / გადარჩევა

• გასაუბრება

• ჯანმრთელობის მდგომარეობის ან/და ფიზიკური მომზადების დონის შემოწმება

• სპეციალური შემოწმება


საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით შსს სისტემაში არ მიიღება:

  • განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი; 

• პირი, რომლის მიმართაც მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა;

• პირი, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია ქმედუუნაროდ ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ;

• პირი, რომელსაც სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;

• პირი, რომლის ჯანმრთელობაც, ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის სამედიცინო დასკვნის თანახმად, არ აკმაყოფილებს მოცემული თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ მოთხოვნებს;

• ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით, ფსიქიკური ან/და სხვა სნეულებით დაავადებული პირი. სნეულებათა ჩამონათვალს ერთობლივად ადგენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი;

• პირი, რომელიც თანამდებობის დაკავების შედეგად უშუალო სამსახურებრივი ზედამხედველობით უკავშირდება მშობელს, მეუღლეს, დას, ძმას, შვილს ან მეუღლის დას, ძმას, მშობელს;

• უცხო ქვეყნის მოქალაქე/უცხო ქვეყნის მოქალაქეობის პრეტენდენტი, საქართველოს კანონით ან საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამონაკლისის გარდა;

• სპეციალური შემოწმების შედეგად უარყოფითი შეფასების/შედეგის მქონე პირი;

• პირი, რომელმაც სამსახურში მიღების პროცესში შეგნებულად დამალა მასთან დაკავშირებული ინფორმაცია ან წარადგინა არასწორი მონაცემები;

• პირი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს საქართველოს შს სამინისტროში სამსახურის გავლის წესის მოთხოვნებს.

დამატებითი ინფორმაცია:

- კონკურსის მეორე ეტაპზე (გასაუბრება) გადავლენ კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ საკონკურსო განაცხადში მითითებულ მოთხოვნებს და სავალდებულო დოკუმენტებს წარმოადგენენ სრულად.

- წარმატებულ კანდიდატებთან დაკავშირება, ასევე კონკურსის ეტაპების შედეგების შესახებ კონკურსანტების ინფორმირება მოხდება მათ მიერ აპლიკაციაში მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის შესაბამისად (ელ. ფოსტა ან/და მობილურის ნომერი).

! საყურადღებო ინფორმაცია:

დაინტერესებული პირის მიერ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარდგენილი განაცხადით კანდიდატი თანხმობას აცხადებს, რომ მის მიერ მითითებული ინფორმაციის სიზუსტე და კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა გადამოწმებულ იქნეს სააგენტოს მიერ.

- კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა პირ(ებ)მა განცხადებაში მოთხოვნილი დოკუმენტები და შევსებული სააპლიკაციო ფორმა, გთხოვთ, გადმოაგზავნეთ ელ. ფოსტაზე: hr@sa.gov.ge

- გთხოვთ, ელექტრონული წერილის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ იმ ვაკანტური თანამდებობის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს

- განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2019 წლის 22 ივნისი.