მაფრთხილებელი

1.1 რკინიგზის შლაგბაუმიანი გადასასვლელი


   აფრთხილებს საგზაო მოძრაობის მონაწილეებს შლაგბაუმით აღჭურვილ რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოების შესახებ. დაუსახლებელ პუნქტში ნიშანი იდგმება ორჯერ, პირველი 150-300 მეტრში, ხოლო მეორე 50 მეტრში რკინიგზის გადასასვლელამდე. თუ რკინიგზის გადასასვლელი მდებარეობს დასახლებულ პუნქტში ნიშანი იდგმება ერთხელ 50-100 მეტრში. აუცილებლობის შემთხვევაში გამაფრთხილებელი ნიშანი 1.1 შეიძლება დაიდგას სხვა მანძილზეც 7.1.1 „მანძილი ობიექტამდე“ დამატებითი ინფორმაციის დაფასთან ერთად.

1.2 რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელი


 აფრთხილებს მძღოლს უშლაგბაუმო რკინიგზის გადასასვლელის შესახებ.
დაუსახლებელ პუნქტში ნიშანი იდგმება გადასასვლელამდე ორჯერ: პირველად 150-300 მ. და მეორედ -50 მ.
დასახლებელ პუნქტში ნიშანი იდგმება ერთხელ 50-100 მ. აუცილებლობის შემთხვევაში გამაფრთხილებელი ნიშანი 1.2 შეიძლება დაიდგას სხვა მანძილზეც 7.1.1 „მანძილი ობიექტამდე“ დამატებითი ინფორმაციის დაფასთან ერთად.

1.3.1 ერთლიანდაგიანი რკინიგზა


 აფრთხილებს საგზაო მოძრაობის მონაწილეებს უშლაგბაუმო, ერთლიანდაგიანი რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოების შესახებ. ნიშანი იდგმება უშუალოდ რკინიგზის გადასასვლელის წინ. 

1.3.2 მრავალლიანდაგიანი რკინიგზა


 აფრთხილებს საგზაო მოძრაობის მონაწილეებს უშლაგბაუმო, ორი ან მეტ ლიანდაგიანი რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოების შესახებ. ნიშანი იდგმება უშუალოდ რკინიგზის გადასასვლელის წინ.

1.4.1 რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოება


 1.4.1-1.4.6 ნიშნები დამატებით აფრთხილებენ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს შლაგბაუმიანი ან უშლაგბაუმო რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოების შესახებ. ნიშნები იდგმება მხოლოდ დაუსახლებელ პუნქტში შემდეგნაირად: 

1.4.2 რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოება


რკინიგზის გადასასვლესთან მიახლოვება(50 მ/. მარჯვენა)

1.4.6 რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოება


რკინიგზის გადასასვლესთან მიახლოვება (მარჯვენა)
 
  ნიშნები დამატებით აფრთხილებენ მძღოლს რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოებაზე და იდგმება მხოლოდ დაუსახლებელ პუნქტებში

1.5 ტრამვაის ხაზის გადაკვეთა


 აფრთხილებს საგზაო მოძრაობის მონაწილეებს ტრამვაის ხაზის გადაკვეთასთან მიახლოების შასახებ. დასახლებელ პუნქტში ნიშანი იდგმება 50-100 მეტრში, დაუსახლებულში 105-300 მეტრში ტრამვაის ხაზის გადაკვეთიდან.

1.6 თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთა


 აფრთხილებს საგზაო მოძრაობის მონაწილეებს თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთასთან მიახლოების შასახებ. დაუსახლებელ პუნქტში ნიშანი იდგმება 150-300 მეტრში, ხოლო დასახლებულში არანაკლებ 50 მეტრში სახიფათო მონაკვეთამდე. ამ ნიშანზე მძღოლმა გზები უნდა ჩათვალოს თანაბარმნიშვნელოვნად, თუნდაც ერთი გზა იყოს მოპირკეთებული მაგარი საფენით, ხოლო მეორე უსაფენო(მიწის).

1.7 წრიული მოძრაობის გადაკვეთა


 აფრთხილებს საგზაო მოძრაობის მონაწილეებს იმის შასახებ. რომ უახლოვდება რთულ გზაჯვარედინს, სადაც ორგანიზებულია წრიული მოძრაობა და გზაჯვარედინის წინ დადგმულია 4.3 „წრიული მოძრაობა“ მიმთითებელი ნიშანი. დაუსახლებელ პუნქტში ნიშანი იდგმება 150-300 მეტრში, ხოლო დასახლებულში 50-100 მეტრში გზაჯვარედინამდე.

1.8 შუქნიშნით რეგულირება


 აფრთხილებს საგზაო მოძრაობის მონაწილეებს გზაჯვარედინთან, ქვეითთა გადასასვლელთან ან გზის მონაკვეთთან მიახლოებაზე, სადაც მოძრაობა რეგულირდება შუქნიშნით. დაუსახლებელ პუნქტში ნიშანი იდგმება 150-300 მეტრში, ხოლო დასახლებულში 50-100 მეტრში სახიფათო მონაკვეთამდე.

1.9 გასახსნელი ხიდი


 აფრთხილებს საგზაო მოძრაობის მონაწილეებს გასახსნელ ხიდთან ან საბორნე გადასასვლელთან მიახლოების შესახებ. დაუსახლებელ პუნქტში ნიშანი იდგმება 150-300 მეტრში, ხოლო დასახლებულში 50-100 მეტრში სახიფათო მონაკვეთამდე. დაუსახლებელ პუნქტში ნიშანი მეორდება. მეორე ნიშანი იდგმება სახიფათო უბნის დასწყისამდე არანაკლებ 50 მეტრ მანძილზე. 

1.10 სანაპიროზე გასასვლელი


 აფრთხილებს საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, იმის შესახებ, რომ გზა გადის სანაპიროზე (მდინარის, ტბის ან ზღვის ნაპირზე) დაუსახლებელ პუნქტში ნიშანი იდგმება 150-300 მეტრში, ხოლო დასახლებულში 50-100 მეტრში სახიფათო მონაკვეთამდე. დაუსახლებელ პუნქტში ნიშანი მეორდება. მეორე ნიშანი იდგმება სახიფათო უბნის დასწყისამდე არანაკლებ 50 მეტრ მანძილზე.

1.11.1 სახიფათო მოსახვევი


 აფრთხილებს საგზაო მოძრაობის მონაწილეებს მარჯვნივ მიმართული სახიფათო ან შეზღუდული ხილვადობის მოსახვევთან მიახლოების შესახებ. დაუსახლებელ პუნქტში ნიშანი იდგმება 150-300 მეტრში, ხოლო დასახლებულში 50-100 მეტრში სახიფათო მონაკვეთამდე.   

1.12.1 სახიფათო მოსახვევები


 აფრთხილებს საგზაო მოძრაობის მონაწილეებს პირველი მოსახვევით მარჯვნივ მიმართული სახიფათო ან შეზღუდული ხილვადობის მოსახვევთან მიახლოების შესახებ. დაუსახლებელ პუნქტში ნიშანი იდგმება 150-300 მეტრში, ხოლო დასახლებულში 50-100 მეტრში სახიფათო მონაკვეთამდე. 1.12.1 „სახიფათო მოსახვევები“ ნიშანთან ერთად შეიძლება გამოყენებული იქნეს 7.2.1 „მოქმედების ზონა“ დამატებითი ინფორმაციის დაფა, რომელიც მიუთითებს სახიფათო უბნის სიგრძეს.    

1.12.2 სახიფათო მოსახვევები


 აფრთხილებს საგზაო მოძრაობის მონაწილეებს პირველი მოსახვევით მარცხნივ მიმართული სახიფათო ან შეზღუდული ხილვადობის მოსახვევთან მიახლოების შესახებ. დაუსახლებელ პუნქტში ნიშანი იდგმება 150-300 მეტრში, ხოლო დასახლებულში 50-100 მეტრში სახიფათო მონაკვეთამდე. 1.12.2 „სახიფათო მოსახვევები“ ნიშანთან ერთად შეიძლება გამოყენებული იქნეს 7.2.1 „მოქმედების ზონა“ დამატებითი ინფორმაციის დაფა, რომელიც მიუთითებს სახიფათო უბნის სიგრძეს. 

1.13 ციცაბო დაღმართი


 აფრთხილებს საგზაო მოძრაობის მონაწილეებს სახიფათო დაღმართის არსებობის შესახებ, რომლის დახრილობა ნაჩვენებია ნიშანზე პროცენტებში. დაუსახლებელ პუნქტში ნიშანი იდგმება 150-300 მეტრში, ხოლო დასახლებულში 50-100 მეტრში სახიფათო მონაკვეთამდე. 1.13 „ციცაბო დაღმართი“ ნიშანთან ერთად შეიძლება გამოყენებული იქნეს 7.2.1 „მოქმედების ზონა“ დამატებითი ინფორმაციის დაფა, რომელიც მიუთითებს სახიფათო უბნის სიგრძეს. საგზაო ნიშნები 1.13 „ციცაბო დაღმართი“ და 1.14 „ციცაბო აღმართი“ შეიძლება დაიდგას უშუალოდ დაღმართის ან აღმართის დასაწყისში, თუ დაღმართი და აღმართი ერთმანეთის მიყოლებითაა.

1.14 ციცაბო აღმართი


 აფრთხილებს საგზაო მოძრაობის მონაწილეებს სახიფათო აღმართის არსებობის შესახებ, რომლის დახრილობა ნაჩვენებია ნიშანზე პროცენტებში. დაუსახლებელ პუნქტში ნიშანი იდგმება 150-300 მეტრში, ხოლო დასახლებულში 50-100 მეტრში სახიფათო მონაკვეთამდე. 1.14 „ციცაბო აღმართი“ ნიშანთან ერთად შეიძლება გამოყენებული იქნეს 7.2.1 „მოქმედების ზონა“ დამატებითი ინფორმაციის დაფა, რომელიც მიუთითებს სახიფათო უბნის სიგრძეს. საგზაო ნიშნები 1.13 „ციცაბო დაღმართი“ და 1.14 „ციცაბო აღმართი“ შეიძლება დაიდგას უშუალოდ დაღმართის ან აღმართის დასაწყისში, თუ დაღმართი და აღმართი ერთმანეთის მიყოლებითაა.

1.15 მოლიპული გზა


 აფრთხილებს საგზაო მოძრაობის მონაწილეებს გზის მოლიპულ უბანთან მიახლოებაზე, სადაც გაზრდილია მოცურების საშიშროება. დაუსახლებელ პუნქტში ნიშანი იდგმება 150-300 მეტრში, ხოლო დასახლებულში 50-100 მეტრში სახიფათო მონაკვეთამდე. აუცილებლობის შემთხვევაში გამაფრთხილებელი ნიშანი 1.15 შეიძლება დაიდგას სხვა მანძილზეც 7.1.1 „მანძილი ობიექტამდე“ დამატებითი ინფორმაციის დაფასთან ერთად.

1.16 უსწორმასწორო გზა


 აფრთხილებს საგზაო მოძრაობის მონაწილეებს გზის უბანთან მიახლოებაზე, რომლის სავალი ნაწილის ზედაპირი უსწორმასწოროა (ტალღოვანი, ღრანტებიანი, ხიდთან უსწორმასწორო შეუღლებებით და ა. შ.).დაუსახლებელ პუნქტში ნიშანი იდგმება 150-300 მეტრში, ხოლო დასახლებულში 50-100 მეტრში სახიფათო მონაკვეთამდე. აუცილებლობის შემთხვევაში გამაფრთხილებელი ნიშანი 1.16 შეიძლება დაიდგას სხვა მანძილზეც 7.1.1 „მანძილი ობიექტამდე“ დამატებითი ინფორმაციის დაფასთან ერთად.

1.17 ქვის ასხლეთა


 საგზაო მოძრაობის მონაწილეებს გზის უბანთან მიახლოებაზე, რომლზედაც მოძრაობისას შესაძლოა სატრანსპორტო საშუალების თვლებიდან ქვის ასხლეტა. დაუსახლებელ პუნქტში ნიშანი იდგმება 150-300 მეტრში, ხოლო დასახლებულში 50-100 მეტრში სახიფათო მონაკვეთამდე. აუცილებლობის შემთხვევაში გამაფრთხილებელი ნიშანი 1.17 შეიძლება დაიდგას სხვა მანძილზეც 7.1.1 „მანძილი ობიექტამდე“ დამატებითი ინფორმაციის დაფასთან ერთად.

1.18.1 გზის შევიწროვება


 აფრთხილებს საგზაო მოძრაობის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის ან გზის ვაკისის მკვეთრი შევიწროვების შესახებ ორივე მხრიდან. დაუსახლებელ პუნქტში ნიშანი იდგმება 150-300 მეტრში, ხოლო დასახლებულში 50-100 მეტრში სახიფათო მონაკვეთამდე. აუცილებლობის შემთხვევაში გამაფრთხილებელი ნიშანი 1.18.1 შეიძლება დაიდგას სხვა მანძილზეც 7.1.1 „მანძილი ობიექტამდე“ დამატებითი ინფორმაციის დაფასთან ერთად.

1.18.2 გზის შევიწროვება


 აფრთხილებს საგზაო მოძრაობის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის ან გზის ვაკისის მკვეთრი შევიწროვების შესახებ მარჯვენა მხრიდან. დაუსახლებელ პუნქტში ნიშანი იდგმება 150-300 მეტრში, ხოლო დასახლებულში 50-100 მეტრში სახიფათო მონაკვეთამდე. აუცილებლობის შემთხვევაში გამაფრთხილებელი ნიშანი 1.18.2 შეიძლება დაიდგას სხვა მანძილზეც 7.1.1 „მანძილი ობიექტამდე“ დამატებითი ინფორმაციის დაფასთან ერთად.

1.18.3 გზის შევიწროვება


 აფრთხილებს საგზაო მოძრაობის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის ან გზის ვაკისის მკვეთრი შევიწროვების შესახებ მარცხენა მხრიდან. დაუსახლებელ პუნქტში ნიშანი იდგმება 150-300 მეტრში, ხოლო დასახლებულში 50-100 მეტრში სახიფათო მონაკვეთამდე. აუცილებლობის შემთხვევაში გამაფრთხილებელი ნიშანი 1.18.3 შეიძლება დაიდგას სხვა მანძილზეც 7.1.1 „მანძილი ობიექტამდე“ დამატებითი ინფორმაციის დაფასთან ერთად.

1.19 ორმხრივი მოძრაობა


 აფრთხილებს საგზაო მოძრაობის მონაწილეებს ცალმხრივმოძრაობიანი გზის მონაკვეთის დამთავრების და შემხვედრი მოძრაობიანი გზის უბანთან მიახლოების თაობაზე. დაუსახლებელ პუნქტში ნიშანი იდგმება 150-300 მეტრში, ხოლო დასახლებულში 50-100 მეტრში სახიფათო მონაკვეთამდე. აუცილებლობის შემთხვევაში გამაფრთხილებელი ნიშანი 1.19 შეიძლება დაიდგას სხვა მანძილზეც 7.1.1 „მანძილი ობიექტამდე“ დამატებითი ინფორმაციის დაფასთან ერთად.

1.20 ქვეითთა გადასასვლელი


 აფრთხილებს საგზაო მოძრაობის მონაწილეებს 5.16.1 და 5.16.2 საგზაო ნიშნებით ან 1.14.1-1.14.3 საგზაო მონიშვნით აღნიშნული ქვეითად მოსიარულეთა გადასასვლეთან მიახლოების შესახებ. დაუსახლებელ პუნქტში ნიშანი იდგმება 150-300 მეტრში, ხოლო დასახლებულში 50-100 მეტრში სახიფათო მონაკვეთამდე. აუცილებლობის შემთხვევაში გამაფრთხილებელი ნიშანი 1.20 შეიძლება დაიდგას სხვა მანძილზეც 7.1.1 „მანძილი ობიექტამდე“ დამატებითი ინფორმაციის დაფასთან ერთად.

1.21 ბავშვები


 აფრთხილებს საგზაო მოძრაობის მონაწილეებს გზის მონაკვეთთან მიახლოების შესახებ, რომლის სავალ ნაწილზე შესაძლოა ბავშვების გამოჩენა. დაუსახლებელ პუნქტში ნიშანი იდგმება 150-300 მეტრში, ხოლო დასახლებულში 50-100 მეტრში სახიფათო მონაკვეთამდე. დაუსახლებელ პუნქტში ნიშანი მეორდება. მეორე ნიშანი იდგმება სახიფათო უბნის დაწყებამდე არანაკლებ 50 მეტრ მანძილზე. აუცილებლობის შემთხვევაში გამაფრთხილებელი ნიშანი 1.21 შეიძლება დაიდგას სხვა მანძილზეც 7.1.1 „მანძილი ობიექტამდე“ დამატებითი ინფორმაციის დაფასთან ერთად.

1.22 საველოსიპედო ბილიკის გადაკვეთა


 აფრთხილებს საგზაო მოძრაობის მონაწილეებს საველოსიპედო ბილიკთან მიახლოების შესახებ. დაუსახლებელ პუნქტში ნიშანი იდგმება 150-300 მეტრში, ხოლო დასახლებულში 50-100 მეტრში სახიფათო მონაკვეთამდე. აუცილებლობის შემთხვევაში გამაფრთხილებელი ნიშანი 1.22 შეიძლება დაიდგას სხვა მანძილზეც 7.1.1 „მანძილი ობიექტამდე“ დამატებითი ინფორმაციის დაფასთან ერთად.

1.23 საგზაო სამუშაოები


 აფრთხილებს საგზაო მოძრაობის მონაწილეებს გზის სავალ ნაწილზე სამუშაოების წარმოების შესახებ. დაუსახლებელ პუნქტში ნიშანი იდგმება 150-300 მეტრში, ხოლო დასახლებულში 50-100 მეტრში სახიფათო მონაკვეთამდე. დაუსახლებელ პუნქტში ნიშანი მეორდება. მეორე ნიშანი იდგმება სახიფათო უბნის დაწყებამდე არანაკლებ 50 მეტრ მანძილზე. სავალ ნაწილზე ხანმოკლე სამუშაოების ჩატარებისას საგზაო ნიშანი 1.23 „საგზაო სამუშაოები“ შეიძლება დაიდგას სამუშაოს ჩატარების ადგილიდან 10-15 მეტრ მანძილზე. აუცილებლობის შემთხვევაში გამაფრთხილებელი ნიშანი 1.23 შეიძლება დაიდგას სხვა მანძილზეც 7.1.1 „მანძილი ობიექტამდე“ დამატებითი ინფორმაციის დაფასთან ერთად.

1.24 პირუტყვის გადარეკვა


 აფრთხილებს საგზაო მოძრაობის მონაწილეებს გზაზე შინაური ცხოველების გამოჩენის თაობაზე. დაუსახლებელ პუნქტში ნიშანი იდგმება 150-300 მეტრში, ხოლო დასახლებულში 50-100 მეტრში სახიფათო მონაკვეთამდე. აუცილებლობის შემთხვევაში გამაფრთხილებელი ნიშანი 1.24 შეიძლება დაიდგას სხვა მანძილზეც 7.1.1 „მანძილი ობიექტამდე“ დამატებითი ინფორმაციის დაფასთან ერთად.

1.25 გარეული ცხოველები


 აფრთხილებს საგზაო მოძრაობის მონაწილეებს გზაზე გარეული ცხოველების გამოჩენის თაობაზე. ნიშანი იდგმება 150-300 მეტრში სახიფათო მონაკვეთამდე. აუცილებლობის შემთხვევაში გამაფრთხილებელი ნიშანი 1.25 შეიძლება დაიდგას სხვა მანძილზეც 7.1.1 „მანძილი ობიექტამდე“ დამატებითი ინფორმაციის დაფასთან ერთად.

1.26 ქვის ცვენა


 აფრთხილებს საგზაო მოძრაობის მონაწილეებს გზის მონაკვეთთან მიახლოების შესახებ, სადაც შესაძლოა ჩამონგრევები, მეწყერი ან ქვის ცვენა. დაუსახლებელ პუნქტში ნიშანი იდგმება 150-300 მეტრში, ხოლო დასახლებულში 50-100 მეტრში სახიფათო მონაკვეთამდე. აუცილებლობის შემთხვევაში გამაფრთხილებელი ნიშანი 1.26 შეიძლება დაიდგას სხვა მანძილზეც 7.1.1 „მანძილი ობიექტამდე“ დამატებითი ინფორმაციის დაფასთან ერთად.

1.27 გვერდითი ქარი


 აფრთხილებს საგზაო მოძრაობის მონაწილეებს გზის უბანთან მიახლოებაზე, სადაც შესაძლებელია ძლიერი გვერდითი ქარი, რაც ხელს შეუშლის ავტომობილის სწორხაზოვან მოძრაობას. დაუსახლებელ პუნქტში ნიშანი იდგმება 150-300 მეტრში, ხოლო დასახლებულში 50-100 მეტრში სახიფათო მონაკვეთამდე. აუცილებლობის შემთხვევაში გამაფრთხილებელი ნიშანი 1.27 შეიძლება დაიდგას სხვა მანძილზეც 7.1.1 „მანძილი ობიექტამდე“ დამატებითი ინფორმაციის დაფასთან ერთად.

1.28 დაბლამფრენი თვითმფრინავები


 საგზაო; მოძრაობის მონაწილეებს აფრთხილებს, რომ ვუახლოვდებით გზის უბანს, სადაც შესაძლებელია დაბალ სიმაღლეზე მფრენი თვითმფრინავების ან ვერტმფრენის გამოჩენა. დაუსახლებელ პუნქტში ნიშანი იდგმება 150-300 მეტრში, ხოლო დასახლებულში 50-100 მეტრში სახიფათო მონაკვეთამდე. აუცილებლობის შემთხვევაში გამაფრთხილებელი ნიშანი 1.28 შეიძლება დაიდგას სხვა მანძილზეც 7.1.1 „მანძილი ობიექტამდე“ დამატებითი ინფორმაციის დაფასთან ერთად.

1.29 გვირაბი


 საგზაო მოძრაობის მონაწილეებს აფრთხილებს, რომ ვუახლოვდებით გვირაბს, სადაც არ არის ხელოვნური განათება, ანდა გვირაბს, რომლის შესასლელ პორტალში ხილვადობა შეზღუდულია. დაუსახლებელ პუნქტში ნიშანი იდგმება 150-300 მეტრში, ხოლო დასახლებულში 50-100 მეტრში სახიფათო მონაკვეთამდე. აუცილებლობის შემთხვევაში გამაფრთხილებელი ნიშანი 1.29 შეიძლება დაიდგას სხვა მანძილზეც 7.1.1 „მანძილი ობიექტამდე“ დამატებითი ინფორმაციის დაფასთან ერთად.

1.30 სხვა საშიშროებანი


 საგზაო მოძრაობის მონაწილეებს აფრთხილებს, რომ ვუახლოვდებით გზის მონაკვეთს, სადაც არსებობს სხვა გამაფრთხილებელი ნიშნებით გაუთვალისწინებელი საშიშროებანი. დაუსახლებელ პუნქტში ნიშანი იდგმება 150-300 მეტრში, ხოლო დასახლებულში 50-100 მეტრში სახიფათო მონაკვეთამდე. აუცილებლობის შემთხვევაში გამაფრთხილებელი ნიშანი 1.30 შეიძლება დაიდგას სხვა მანძილზეც 7.1.1 „მანძილი ობიექტამდე“ დამატებითი ინფორმაციის დაფასთან ერთად. 

პრიორიტეტის

2.1 მთავარი გზა


 მიუთითებს გზას, რომელზეც მძღოლს ენიჭება არარეგულირებული გზაჯვარედინის გავლის უპირატესობა. ნიშანი იდგმება გზის დასაწყისში და მეორდება უშუალოდ გზაჯვარედინის წინ. 

2.2 მთავარი გზის დასასრული


 მიუთითებს მთავარი გზის დასასრულზე,სადაც მძღოლს მინიჭებული ჰქონდა გავლის უპირატესობა. ნიშანი იდგმება უშუალოდ მთავარი გზის ბოლოს. 

2.3.1 მეორეხარისხოვან გზასთან გადაკვეთა


 მიუთითებს, რომ მთავარ გზას ორივე მხრიდან კვეთს მეორეხარისხოვანი გზა, სადაც, მძღოლს ენიჭება არარეგულირებული გზაჯვარედინის გავლის უპირატესობა. დაუსახლებელ პუნქტში ნიშანი იდგმება 150-300 მეტრში, ხოლო დასახლებულში 50-100 მეტრში სახიფათო მონაკვეთამდე.

2.3.2 მეორეხარისხოვან გზასთან გადაკვეთა


 მიუთითებს, რომ მთავარ გზას მარჯვენიდან უერთდება მეორეხარისხოვანი გზა სადაც, მძღოლს ენიჭება არარეგულირებული გზაჯვარედინის გავლის უპირატესობა. დაუსახლებელ პუნქტში ნიშანი იდგმება 150-300 მეტრში, ხოლო დასახლებულში 50-100 მეტრში სახიფათო მონაკვეთამდე.

2.3.3 მეორეხარისხოვან გზასთან გადაკვეთა


 მიუთითებს, რომ მთავარ გზას მარცხნიდან უერთდება მეორეხარისხოვანი გზა სადაც, მძღოლს ენიჭება არარეგულირებული გზაჯვარედინის გავლის უპირატესობა. დაუსახლებელ პუნქტში ნიშანი იდგმება 150-300 მეტრში, ხოლო დასახლებულში 50-100 მეტრში სახიფათო მონაკვეთამდე.

2.4 დაუთმე გზა


  აფრთხილებს მძღოლს, რომ გზა უნდა დაუთმოს გადასაკვეთ გზაზე მოძრავ ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებას, ხოლო 7.13 „მთავარი გზის მიმართულება“ დამატებითი ინფორმაციის დაფის არსებობისას - მთავარ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. ნიშანი იდგმება უშუალოდ გზაჯვარედინის წინ. დაუსახლებელ პუნქტში 2.5 „გაუჩერებლად გავლა აკრძალულია“ ნიშნამდე შეიძლება დაიდგას 2.4 „დაუთმე გზა“ პრიორიტეტის ნიშანი 7.1.2 „მანძილი ობიექტამდე“ დამატებითი ინფორმაციის დაფასთან ერთად. 

2.5 გაუჩერებლად გავლა აკრძალულია


 აფრთხილებს მძღოლს, რომ აკრძალულია მოძრაობის გაგრძელება „სდექ“ ხაზის წინ გაუჩერებლად, ხოლო თუ ის არ არის - გადასაკვეთი სავალი ნაწილის ნაპირთან. მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს გადასაკვეთ გზაზე მოძრავ ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებას, ხოლო 7.13 „მთავარი გზის მიმართულება“ დამატებითი ინფორმაციის დაფის არსებობისას - მთავარ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. ნიშანი იდგმება უშუალოდ გზაჯვარედინის წინ. ნიშანი ასევე იდგმება რკინიგზის გადასასვლელის ან საკარანტინო საგუშაგოს წინ. ამ შემთხვევაში მძღოლი ჩერდება „სდექ“ ხაზის წინ, ხოლო თუ ის არ არის - ნიშნის წინ.

2.6 საპირისპირო მოძრაობის უპირატესობა


 უკრძალავს მძღოლს გზის ვიწრო მონაკვეთზე შესვლას, თუ ეს აძნელებს საპირისპირო მოძრაობას. მძღოლი გზას უთმობს შემხვედრ სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც იმყოფება გზის ვიწრო მონაკვეთზე ან მის მოპირდაპირე მისასვლელთან. ნიშანი იდგმება უშუალოდ გზის ვიწრო უბნის წინ. აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება დაიდგას წინასწარ 7.1.1 „მანძილი ობიექტამდე“ დამატებითი ინფორმაციის ნიშანთან ერთად. 

2.7 უპირატესობა საპირისპირო მოძრაობასთან


აფრთხილებს მძღოლს გზის ვიწრო უბანთან მიახლოების შესახებ, რომელზეც გავლის უპირატესობა ენიჭება შემხვედრ სატრანსპორტო საშუალებასთან შედარებით. ნიშანი იდგმება უშუალოდ გზის ვიწრო უბნის წინ.

ამკრძალავი

3.1 შესავლა აკრძალულია


 ნიშანი კრძალავს მოცემული მიმართულებით ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების შესვლას. ნიშანი იდგმება ცალმხრივი მოძრაობის ქუჩის ან გზის გადასრბენის ბოლოში, ან ისეთ ადგილებში, სადაც უსაფრთხოების თვალსაზრისით მოძრაობა არ შეიძლება. ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე.

მიმთითებელი

4.1.1 „მოძრაობა პირდაპირ“


ავალდებულებს მძღოლს იმოძრაოს მხოლოდ პირდაპირ. ნიშნის მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც ნიშანია დადგმული. 4.1.1 „მოძრაობა პირდაპირ“ ნიშნის მოქმედება, რომელიც გზის დასაწყისშია დადგმული, ვრცელდება უახლოეს გზაჯვარედინამდე. ნიშანი არ კრძალავს მარჯვნივ მოხვევას ეზოში და გზასთან მიმდებარე სხვა ტერიტორიებზე შესასვლელად. ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებზე.

4.1.2 „მოძრაობა მარჯვნივ“


ავალდებულებს მძღოლს იმოძრაოს მხოლოდ მარჯვნივ. ნიშნის მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც ნიშანია დადგმული. ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებზე.  

4.1.3 „მოძრაობა მარცხნივ“


ავალდებულებს მძღოლს იმოძრაოს მხოლოდ მარცხნივ. ნიშნის მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც ნიშანია დადგმული. ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებზე.

4.1.4 „მოძრაობა პირდაპირ ან მარჯვნივ“


ავალდებულებს მძღოლს იმოძრაოს მხოლოდ პირდაპირ ან მარჯვნივ. ნიშნის მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც ნიშანია დადგმული. ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებზე.

4.1.5 „მოძრაობა პირდაპირ ან მარცხნივ“


ავალდებულებს მძღოლს იმოძრაოს მხოლოდ პირდაპირ, მარცხნივ და უკუმიმართულებით. ნიშნის მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც ნიშანია დადგმული. ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებზე.

4.1.6 „მოძრაობა მარჯვნივ ან მარცხნივ“


ავალდებულებს მძღოლს იმოძრაოს მხოლოდ მარჯვნივ, მარცხნივ და უკუმიმართულებით. ნიშნის მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც ნიშანია დადგმული. ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებზე.

4.2.1 „დაბრკოლების შემოვლა მარჯვნიდან“


ავალდებულებს მძღოლს დაბრკოლებას შემოუაროს მხოლოდ მარჯვნიდან.

4.2.2 „დაბრკოლების შემოვლა მარცხნიდან“


ავალდებულებს მძღოლს დაბრკოლებას შემოუაროს მხოლოდ მარცხნიდან.

4.2.3 „დაბრკოლების შემოვლა მარჯვნიდან ან მარცხნიდან“


დაბრკოლების შემოვლა ნებადართულია ნებისმიერი მხრიდან.

4.3 „წრიული მოძრაობა“


ავალდებულებს მძღოლს გზაჯვარედინზე ან მოედანზე იმოძრაოს ისრებით ნაჩვენები მიმართულებით. ნიშნის მოქმედება ვრცელდება იმ მოედანზე ან გზაჯვარედინზე, რომლის წინაც ის დგას.

4.4 „მსუბუქი ავტომობილის მოძრაობა“


ნაბადართულია მსუბუქი ავტომობილის, ავტობუსის, მოტოციკლის, სატვირთო ავტომობილისა და სხვა სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა 3,5 ტონას არ აღემატება. ნიშანი მოძრაობის უფლებას აძლევს სხვა სატრანსპოტო საშუალებებსაც, რომელებიც ემსახურებიან აღნიშნულ ზონაში მდებარე საწარმოს, ანდა ემსახურება ან ეკუთვნის ამავე ზონაში მცხოვრებ ან მომუშავე პირს. ამ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალება შედის აღნიშნულ ზონაში და გამოდის იქედან დანიშნულების ადგილიდან უახლოეს გზაჯვარედინზე.

4.5 „საველოსიპედო ბილიკი“


ნებადართულია მოძრაობა მხოლოდ ველოსიპედითა და მოპედით. საველოსიპედო ბილიკით სარგებლობის უფლება ეძლევა ქვეითებსაც, როცა არ არის ტროტუარი ან ქვეითთა ბილიკი. ნიშანი იდგმება საველოსიპედი ბილიკის არსებობის შემთხვევაში. 

4.6 „ქვეითთა ბილიკი“


მოძრაობის ნებას რთავს მხოლოდ ქვეითებს, ხოლო დანარჩენ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს უკრძალავს ამ ბილიკით სარგებლობას. ნიშანს დგამენ ქვეითთა ბილიკის არსებობის შემთხვევაში ან გზის სხვა უბნებზე, სადაც შესაძლებელია ქვეითთა მოძრაობა

4.7 „მინიმალური სიჩქარის შეზღუდვა“


მოძრაობის ნებას რთავს მხოლოდ ნიშანზე მითითებული ან მეტი (კმ/სთ) სიჩქარით. ნიშანი იდგმება გზის ცალკეულ მონაკვეთებზე ან კონკრეტული სავალი ზოლოს ზემოთ დამატებითი ინფორმაციის 7.14 „მოძრაობის ზოლი“ დაფასთან ერთად. 

4.8 „მინიმალური სიჩქარის შეზღუდვის ზონის დასასრული“


აღნიშნავს 4.7 „მინიმალური სიჩქარის შეზღუდვა“ ნიშნის მოქმედების ზონის დასასრულს.

4.9.1 „საშიში ტვირთის გადამტანი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის მიმართულება“


საცნობი ნიშნით „საშიში ტვირთი“ აღჭურვილ სატრანსპორტო საშუალებას მოძრაობის ნებას რთავს მხოლოდ მარცხნივ.

4.9.2 „საშიში ტვირთის გადამტანი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის მიმართულება“


საცნობი ნიშნით „საშიში ტვირთი“აღჭურვილ სატრანსპორტო საშუალებას მოძრაობის ნებას რთავს მხოლოდ პირდაპირ.

4.9.3 „საშიში ტვირთის გადამტანი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის მიმართულება“


საცნობი ნიშნით „საშიში ტვირთი“ აღჭურვილ სატრანსპორტო საშუალებას მოძრაობის ნებას რთავს მხოლოდ მარჯვნივ.

საინფორმაციო-მაჩვენებელი

5.17.2 „ქვეითთა მიწისქვეშა გადასასვლელი“


მიუთითებს ქვეითთა მიწისქვეშა გასასვლელის მდებარეობის შესახებ. ქვეითი ვალდებულია გზის სავალი ნაწილი გადაკვეთოს მხოლოდ მიწისქვეშა გადასასვლელის საშუალებით. 

5.17.3 „ქვეითთა მიწისზედა გადასასვლელი“


მიუთითებს ქვეითთა მიწისზედა გასასვლელის მდებარეობის შესახებ. ქვეითი ვალდებულია გზის სავალი ნაწილი გადაკვეთოს მხოლოდ მიწისზედა გადასასვლელის საშუალებით. 

5.17.4 „ქვეითთა მიწისზედა გადასასვლელი“


მიუთითებს ქვეითთა მიწისზედა გადასასვლელის მდებარეობის შესახებ. ქვეითი ვალდებულია გზის სავალი ნაწილი გადაკვეთოს მხოლოდ მიწისზედა გადასასვლელის საშუალებით.

5.18 „რეკომენდებული სიჩქარე“


მიუთითებს სიჩქარეს, რომლითაც რეკომენდებულია მოძრაობა გზის მოცემულ მონაკვეთზე. ნიშნის მოქმედება ვრცელდება ნიშნიდან უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო 5.18 ნიშნის გამაფრთხილებელ ნიშანთან ერთად გამოყენებისას მოქმედების ზონა განისაზღვრება სახიფათო უბნის სიგრძით.

5.19.1 „ჩიხი“


მიუთითებს, რომ პირდაპირ გამავალ გზას არა აქვს გამჭოლი გასასვლელი. ნიშანი იდგმება უშუალოდ გზის დასაწყისში. ნიშანი არ კრძალავს მოძრაობას იმ გზაზე, რომელსაც არ აქვს გამჭოლი გასასვლელი

5.19.2 „ჩიხი“


მიუთითებს, რომ მარჯვნიდან მიერთებულ გზას არა აქვს გამჭოლი გასასვლელი. ნიშანი იდგმება სავალი ნაწილების გადაკვეთამდე. ნიშანი არ კრძალავს მოძრაობას იმ გზაზე, რომელსაც არ აქვს გამჭოლი გასასვლელი.   

5.19.3 „ჩიხი“


მიუთითებს, რომ მარცხნიდან მიერთებულ გზას არა აქვს გამჭოლი გასასვლელი. ნიშანი იდგმება გზის მარჯვენა მხარეს სავალი ნაწილების გადაკვეთამდე. ნიშანი არ კრძალავს მოძრაობას იმ გზაზე, რომელსაც არ აქვს გამჭოლი გასასვლელი.

5.20.1 „მიმართულების წინასწარი მაჩვენებელი“


მიუთითებენ დასახლებული პუნქტებისაკენ და სხვა ობიექტებისაკენ მოძრაობის მიმართულებას. 5.20.1 ნიშანი გამოიყენება აგრეთვე გზის იმ მონაკვეთის შემოვლის მისათითებლად, რომელზედაც დადგმულია ერთ- ერთი 3.11–3.15 ამკრძა­ლავი ნიშნებიდან. 5.20.1 ნიშანზე აღიბეჭდება აგრეთვე 5.29.1 „გზის (მარშრუტის) ნომერი და მიმართულება“ ნიშნის გამოსახულება, ავტომაგისტრალის, აეროპორტის სიმბოლოები, სპორტული და სხვა პიქტოგრამები, ასევე აღიბეჭდება სხვა ისეთი ნიშნების გამოსახულებები, რომლებიც იძლევა ინფორმაციას მოძრაობის თავისებურებებზე. 5.20.1 ნიშნის ქვემო ნაწილზე მითითებულია მანძილი ნიშნის დადგმის ადგილიდან გზაჯვარედინამდე ან დამუხრუჭების ზოლის დასაწყისამდე. დაუსახლებელ პუნქტში დადგმული 5.20.1 ნიშანზე მწვანე ან ლურჯი ფონი აღნიშნავს, რომ მოძრაობა მითითებულ დასახლებულ პუნქტამდე ან ობიექტამდე ხორციელდება შესაბამისად ავტომაგისტრალით ან სხვა გზით. დასახლებულ პუნქტში დადგმულ 5.20.1 ნიშანზე მწვანე ან ლურჯი ფონი აღნიშნავს, რომ მოძრაობა მითითებულ დასახლებულ პუნქტამდე ან ობიექტამდე მოცემული დასახლებული პუნქტიდან გასვლის შემდეგ ხორციელდება შესაბამისად ავტომაგისტრალით ან სხვა გზით, თეთრი ფონი კი აღნიშნავს, რომ მითითებული ობიექტი მოცემულ დასახლებულ პუნქტშია.

5.20.2 „მიმართულების წინასწარი მაჩვენებელი“


მიუთითებენ დასახლებული პუნქტებისაკენ მოძრაობის მიმართულებას. 5.20.2 ნიშანზე აღიბეჭდება აგრეთვე 5.29.1 „გზის (მარშრუტის) ნომერი და მიმართულება“ ნიშნის გამოსახულება, ავტომაგისტრალის, აეროპორტის სიმბოლოები, სპორტული და სხვა პიქტოგრამები. დაუსახლებელ პუნქტში დადგმული 5.20.2 span> ნიშანზე მწვანე ან ლურჯი ფონი აღნიშნავს, რომ მოძრაობა მითითებულ დასახლებულ პუნქტამდე ან ობიექტამდე ხორციელდება შესაბამისად ავტომაგისტრალით ან სხვა გზით. დასახლებულ პუნქტში დადგმულ 5.20.2 ნიშანზე მწვანე ან ლურჯი ფონი აღნიშნავს, რომ მოძრაობა მითითებულ დასახლებულ პუნქტამდე ან ობიექტამდე მოცემული დასახლებული პუნქტიდან გასვლის შემდეგ ხორციელდება შესაბამისად ავტომაგისტრალით ან სხვა გზით, თეთრი ფონი კი აღნიშნავს, რომ მითითებული ობიექტი მოცემულ დასახლებულ პუნქტშია.

5.20.3 „მოძრაობის სქემა“


5.20.3 მიუთითებს მოძრაობის მარშრუტზე გზაჯვარედინზე ცალკეული მანევრის აკრძალვის დროს ან რთულ გზაჯვარედინზე მოძრაობის ნებადართულ მიმართულებაზე. 

5.21.1 „მიმართულების მაჩვენებელი“


მიუთითებს დასახლებული პუნქტებისაკენ და სხვა ობიექტებისაკენ მოძრაობის მიმართულებაზე. ნიშანზე შეიძლება დატანილი იყოს მანძილი მასზე აღნიშნულ ობიექტამდე, აგრეთვე ავტომაგისტრალის, აეროპორტის სიმბოლოები და სხვა პიქტოგრამები. ნიშანი იდგმება უშუალოდ გზაჯვარედინის ან გადასხვევის წინ. დაუსახლებელ პუნქტში დადგმულ 5.21.1 ნიშანზე მწვანე ან ლურჯი ფონი აღნიშნავს, რომ მოძრაობა მითითებულ დასახლებულ პუნქტამდე ან ობიექტამდე ხორციელდება შესაბამისად ავტომაგისტრალით ან სხვა გზით. დასახლებულ პუნქტში დადგმულ 5.21.1 ნიშანზე მწვანე ან ლურჯი ფონი აღნიშნავს, რომ მოძრაობა მითითებულ დასახლებულ პუნქტამდე ან ობიექტამდე მოცემული დასახლებული პუნქტიდან გასვლის შემდეგ ხორციელდება შესაბამისად ავტომაგისტრალით ან /span>სხვა გზით, თეთრი ფონი კი აღნიშნავს, რომ მითითებული ობიექტი მოცემულ დასახლებულ პუნქტშია.

5.21.2. „მიმართულებების მაჩვენებელი“


მიუთითებს დასახლებული პუნქტებისაკენ და სხვა ობიექტებისაკენ მოძრაობის მიმართულებებს. ნიშანზე შეიძლება დატანილი იყოს მანძილი მასზე აღნიშნულ ობიექტამდე. აგრეთვე ავტომაგისტრალის, აეროპორტის სიმბოლოები და სხვა პიქტოგრამები. ნიშანი იდგმება უშუალოდ გზაჯვარედინის ან გადასახვევის წინ. დაუსახლებელ პუნქტში დადგმული 5.21.2 ნიშანზე მწვანე ან ლურჯი ფონი აღნიშნავს, რომ მოძრაობა მითითებულ დასახლებულ პუნქტამდე ან ობიექტამდე ხორციელდება შესაბამისად ავტომაგისტრალით ან სხვა გზით. დასახლებულ პუნქტში დადგმულ 5.21.2 ნიშანზე მწვანე ან ლურჯი ფონი აღნიშნავს, რომ მოძრაობა მითითებულ დასახლებულ პუნქტამდე ან ობიექტამდე მოცემული დასახლებული პუნქტიდან გასვლის შემდეგ ხორციელდება შესაბამისად ავტომაგისტრალით ან სხვა გზით, თეთრი ფონი კი აღნიშნავს, რომ მითითებული ობიექტი მოცემულ დასახლებულ პუნქტშია.ან გადასახვევების წინ.

5.22 „დასახლებული პუნქტის დასაწყისი“


მიუთითებს დასახელებას და დასახლებული პუნქტის დასაწყისს, სადაც მოქმედებს დასახლებულ პუნქტში მოძრაობის მომწესრიგებელი ნორმების მოთხოვნები. 

5.23 „დასახლებული პუნქტის დასასრული“


მიუთითებს ადგილს, საიდანაც მოცემულ გზაზე ძალას კარგავს დასახლებულ პუნქტში მოძრაობის მომწესრიგებელი ნორმების მოთხოვნები.

5.24 „დასახლებული პუნქტის დასაწყისი“


მიუთითებს დასახელებას და დასახლებული პუნქტის დასაწყისს, სადაც მოცემულ გზაზე არ მოქმედებს დასახლებულ პუნქტში მოძრაობის მომწესრიგებელი ნორმების მოთხოვნები.

5.25 „დასახლებული პუნქტის დასასრული“


მიუთითებს 5.24 ნიშნით აღნიშნული დასახლებული პუნქტის დასასრულზე

5.26 „ობიექტის დასახელება“


მიუთითებს დასახლებული პუნქტისაგან განსხვავებული ობიექტის დასახელებას (მდინარე, ტბა, უღელტეხილი, ღირსშესანიშნაობა და სხვა). იდგმება უშუალოდ ობიექტის წინ ან წინასწარ 7.1.1, 7.1.3 ან 7.1.4 „მანძილი ობიექტამდე“ დამატებითი ინფორმაციის ნიშნებთან ერთად.  

5.27 „მანძილის მაჩვენებელი“


უჩვენებს მანძილს კმ-ში მარშრუტზე მდებარე დასახლებულ პუნქტამდე. 

5.28 „კილომეტრის ნიშანი“


უჩვენებს მანძილს კმ-ში გზის დასაწყისამდე ან გზის ბოლომდე.

5.29.1 „გზის (მარშრუტის) ნომერი და მიმართულება“


უჩვენებს გზისთვის (მარშრუტისთვის) მინიჭებულ ნომერს.

5.29.2 „გზის (მარშრუტის) ნომერი და მიმართულება“


უჩვენებს გზის (მარშრუტის) ნომერს და მიმართულებას.

5.30.3 „მოძრაობის მიმართულება სატვირთო ავტომობილისათვის“


მიუთითებს მოძრაობის რეკომენდებულ მარცხნივ მიმართულებას სატვირთო ავტომობილის, ტრაქტორისა და თვითმავალი მანქანისათვის, თუ გზაჯვარედინზე მათი ერთ-ერთი მიმართულებით მოძრაობა აკრძალულია. 

5.31 „შემოვლის სქემა“


მიუთითებს მოძრაობისათვის დროებით დაკეტილი გზის მონაკვეთის შემოვლის მარშრუტს. ნიშანი იდგმება უშუალოდ შემოსავლელი გზის დასაწყისის წინ. 

5.32.1 „შემოვლის მიმართულება“


მიუთითებს დროებით დაკეტილი გზის მონაკვეთის შემოვლის მიმართულებაზე პირდაპირ. ნიშანი იდგმება შემოვლის დაწყების წინ და მეორდება ყველა გზაჯვარედინზე, რომელიც მდებარეობს შემოვლის მარშრუტზე.

5.32.2 „შემოვლის მიმართულება“


მიუთითებს დროებით დაკეტილი გზის მონაკვეთის შემოვლის მიმართულებაზე მარჯვნივ. ნიშანი იდგმება შემოვლის დაწყების წინ და მეორდება ყველა გზაჯვარედინზე, რომელიც მდებარეობს შემოვლის მარშრუტზე.

5.32.3 „შემოვლის მიმართულება“


მიუთითებს დროებით დაკეტილი გზის მონაკვეთის შემოვლის მიმართულებაზე მარცხნივ. ნიშანი იდგმება შემოვლის დაწყების წინ და მეორდება ყველა გზაჯვარედინზე, რომელიც მდებარეობს შემოვლის მარშრუტზე.

5.33 „სდექ ხაზი“


მიუთითებს სატრანსპორტო საშუალების გაჩერების ადგილზე შუქნიშნის ან მომწესრიგებლის ამკრძალავ სიგნალზე.

5.34.1 „სხვა სავალ ნაწილზე გადაადგილების წინასწარი მაჩვენებელი“


მიუთითებს მოძრაობისათვის დაკეტილი სავალი ნაწილის მონაკვეთის შემოვლის მიმართულებას გზაზე, რომელსაც აქვს გამყოფი ზოლი. 

5.34.2 „სხვა სავალ ნაწილზე გადაადგილების წინასწარი მაჩვენებელი“


მიუთითებს მოძრაობისათვის დაკეტილი სავალი ნაწილის შემოვლის შემდეგ მოძრაობის მიმართულებით გზის მარჯვენა სავალ ნაწილზე დასაბრუნებლად.  

5.35 „რევერსული მოძრაობა“


მიუთეთებს გზის მონაკვეთის დასაწყისზე, სადაც ერთ ან რამდენიმე ზოლზე მოძრაობის მიმართულება იცვლება საპირისპიროდ.

5.36 „რევერსული მოძრაობის დასასრული“


მიუთითებს 5.35 „რევერსული მოძრაობა“ ნიშნის მოქმედების ზონის დასასრულს.

5.37 „რევერსულ მოძრაობიან გზაზე გასვლა“


მიუთითებს, რომ გადამკვეთ გზაზე ან მის რამდენიმე ზოლზე ორგანიზებულია რევერსული მოძრაობა. ნიშანი იდგმება რევერსულ მოძრაობიანი გზის ყველა გასასვლელის წინ.

5.38 „საცხოვრებელი ზონა“


მიუთითებს ტერიტორიას, სადაც მოქმედებს საცხოვრებელ ზონაში მოძრაობის მომწესრიგებელი ნორმების მოთხოვნები.

5.39 „საცხოვრებელი ზონის დასასრული“


5.39 მიუთითებს 5.38 „საცხოვრებელი ზონა“
ნიშნის მოქმედების ზონის დასასრულს. 

5.1 „ავტომაგისტრალი“


ნიშანს აქვს მწვანე ფონი, იდგმება იმ გზის დასწყისში, რომელზედაც მოქმედებს ავტომაგისტრალზე მოძრაობის მომწესრიგებელი ნორმების მოთხოვნები და სპეციალურად აშენებული და განკუთვნილია ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობისათვის, რომელიც არემსახურება გზისპირა მფლობელობას და რომელსაც:
- ცალკეული ადგილების გამოკლებით ან დროებითი წესით, ორივე მიმართულებით მოძრაობისათვის გააჩნია ერთმანეთისაგან გამყოფი ზოლით ან განსაკუთრებულ შემთხვევაში სხვა საშუალებებით გამოყოფილი ცალკე სავალი ნაწილები.
- არ გააჩნია ერთ დონეზე გადაკვეთა გზასთან, რკინიგზის ან ტრამვაის ლიანდაგებთან, ქვეითთა და ველოსიპედისტთა ბილიკთან.
ავტომაგისტრალზე აკრძალულია:
ა) ქვეითის, შინაური ცხოველების, ველოსიპედისტის, მოპედის, ტრაქტორისა და თვითმავალი მანქანის, აგრეთვე სხვა სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, რომელთა სიჩქარე ტექნიკური მახასიათებლებით ან მათი მდგომარეობის გამო 40 კმ/სთ-ზე ნაკლებია; ბ) მეორე ზოლს იქით იმ სატვირთო ავტომობილების მოძრაობა, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3,5 ტონას აღემატება;
გ) გაჩერება 5.15 „დგომის ადგილი“ და 6.11 „დასვენაბის ადგილი“ ნიშნებით აღნიშული სპეციალური სადგომი მოედნების გარეთ;
დ) მობრუნება და შესვლა გამყოფი ზოლის ტექნოლოგიურ წყვეტილებში;
ე) უკუსვლით მოძრაობა;
ვ) სასწავლო სვლა. 

5.2 „ავტომაგისტრალის დასასრული“


მიუთითებს საგზაო ნიშნით 5.1 „ავტომაგისტრალი“ აღნიშნული გზის დასასრულს, რომელზედაც ვრცელდებოდა ავტომაგისტრალზე მოძრაობის მომწესრიგებელი ნორმების მოთხოვნები, აქვს მწვანე ფონი, იდგმება ავტომაგისტრალის ბოლოში. განმეორებით, მძღოლების გაფრთხილების მიზნით შეიძლება დაიდგას ავტომაგისტრალის დამთავრებამდე დამატებითი ინფორმაციის 7.1.1 „მანძილი ობიექტამდე“ ნიშანთან ერთად, სადაც ნაჩვენები იქნება მანძილი ნიშნიდან ავტომაგისტრალის დასასრულამდე.

5.3 „ საავტომობილო გზა“


5.3 ნიშანს აქვს ციფერი ფონი, იდგმება გზის დასაწყისში, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ ავტომობილების, ავტობუსების და მოტოციკლების მოძრაობისათვის. „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის, მე-3 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშნით 5.3 „საავტომობილო გზა“ აღნიშნულ გზაზე ვრცელდება ავტომაგისტრალზე მოძრაობის მომწესრიგებელი ნორმების მოთხოვნები.

5.4„საავტომობილო გზის დასასრული“


მიუთითებს საგზაო ნიშნით 5.3 „საავტომობილო გზა“ აღნიშნული გზის დასასრულს, აქვს ცისფერი ფონი, იდგმება საავტომობილო გზის ბოლოში. განმეორებით, მძღოლების გაფრთხილების მიზნით შეიძლება დაიდგას საავტომობილო გზის დამთავრებამდე დამატებითი ინფორმაციის 7.1.1 „მანძილი ობიექტამდე“ ნიშანთან ერთად, სადაც ნაჩვენები იქნება მანძილი ნიშნიდან საავტომობილო გზის დასასრულამდე.

5.5 „ცალმხრივმოძრაობიანი გზა“


აღნიშნავს გზას ან სავალ ნაწილს, რომელზეც სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა მთელ სიგანეზე ხორციელდება ერთი მიმართულებით. ნიშანი კვადრატული ფორმისაა, ცისფერი ფონით, იდგმება ცალმხრივმოძრაობიანი გზის ან სავალი ნაწილის დასაწყისში

5.6 „ცალმხრივმოძრაობიანი გზის დასასრული“


აღნიშნავს ცალმხრივმოძრაობიანი გზის ან სავალი ნაწილის დასასრულს.ნიშანი კვადრატული ფორმისაა, ცისფერი ფონით, იდგმება ცალმხრივმოძრაობიანი გზის ან სავალი ნაწილის ბოლოში. განმეორებით შეიძლება დაიდგას ცალმხრივმოძრაობიანი გზის დამთავრებამდე დამატებითი ინფორმაციის 7.1.1 „მანძილი ობიექტამდე“ ნიშანთან ერთად, სადაც ნაჩვენები იქნება მანძილი ნიშნიდან ცალმხრივმოძრაობიანი გზის დასასრულამდე. 

5.7.1„ცალმხრივმოძრაობიან გზაზე გასვლა“


მიუთითებს, რომ გავდივართ გადამკვეთ გზაზე ან სავალ ნაწილზე, რომლის მთელ სიგანეზე ორგანიზებულია ცალმხრივი მოძრაობა მარცხნიდან მარჯვნივ. ნიშანი გრძელი სწორკუთხა ფორმისაა ცისფერი ფონით, იდგმება უშუალოდ გზაჯვარედინის წინ.

5.7.2„ცალმხრივმოძრაობიან გზაზე გასვლა“


მიუთითებს, რომ გავდივართ გადამკვეთ გზაზე ან სავალ ნაწილზე, რომლის მთელ სიგანეზე ორგანიზებულია ცალმხრივი მოძრაობა მარჯვნიდან მარცხნივ. ნიშანი გრძელი სწორკუთხა ფორმისაა ცისფერი ფონით, იდგმება უშუალოდ გზაჯვარედინის წინ.

5.8.1 „ზოლებზე მოძრაობის მიმართულებანი“


მიუთითებს მოძრაობის ზოლების რაოდენობას და მოძრაობის ნებადართულ მიმართულებას ყოველ ზოლში. გზაჯვარედინის წინ დაყენებული 5.8.1„ზოლებზე მოძრაობის მიმართულებანი“ ნიშნის მოქმედება ვრცელდება მთელ გზაჯვარედინზე, თუ მის შემდეგ დაყენებული სხვა 5.8.1 ნიშანი განსხვავებულ მითითებას არ იძლევა. 5.8.1 „ზოლებზე მოძრაობის მიმართულებანი“ ნიშანი, რომელიც უკიდურეს მარცხენა ზოლიდან მოხვევის ნებას რთავს, ამავე ზოლიდან მობრუნების ნებასაც იძლევა.

5.8.2 „ზოლზე მოძრაობის მიმართულებანი“


მიუთითებს ზოლზე მოძრაობის ნებადართულ მიმართულებებს. გზაჯვარედინის წინ დაყენებული 5.8.2„ზოლზე მოძრაობის მიმართულებანი“ ნიშნის მოქმედება ვრცელდება მთელ გზაჯვარედინზე, თუ მის შემდეგ დაყენებული სხვა 5.8.2 ნიშანი განსხვავებულ მითითებას არ იძლევა. 5.8.2 „ზოლზე მოძრაობის მიმართულებანი“ ნიშანი, რომელიც უკიდურესი მარცხენა ზოლიდან მოხვევის ნებას რთავს, ამავე ზოლიდან მობრუნების ნებასაც იძლევა.

5.8.3 „ზოლის დასაწყისი“


მიუთითებს დამატებითი ზოლის ან დამუხრუჭების ზოლის დასაწყისს. თუ დამატებითი ზოლის წინ დადგმულ 5.8.3 „ზოლის დასაწყისი“ ნიშანზე გამოსახულია ნიშანი 4.7 „მინიმალური სიჩქარის შეზღუდვა“, მაშინ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელსაც არ შეუძლია განაგრძოს მოძრაობა ძირითად ზოლზე მითითებული ან მეტი სიჩქარით მოძრაობა, ვალდებულია გადადგილდეს დამატებით ზოლზე.

5.8.4 „ზოლის დასაწყისი“


მიუთითებს სამზოლიან გზაზე შუა ზოლის მონაკვეთის დასაწყისს, რომელიც განკუთვნილია მოცემული მიმართულებით მოძრაობისათვის.

5.8.5 „ზოლის დასასრული“


მიუთითებს დამატებითი ან გაქანების ზოლის დასასრულს. 

5.8.6 „ზოლის დასასრული“


მიუთითებს სამზოლიან გზაზე იმ ზოლის მონაკვეთის დასასრულს, რომელიც განკუთვნილია მოცემული მიმართულებით მოძრაობისათვის. 

5.8.7 „ზოლებზე მოძრაობის მიმართულება“


მიუთითებს სამზოლიან გზის თითოეულ ზოლზე მოძრაობის მიმართულებას. თუ 5.8.7 „ზოლებზე მოძრაობის მიმართულება“ ნიშანზე გამოსახულია სხვა ნიშანი, რომელიც კრძალავს რომელიმე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას, მაშინ ამ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა შესაბამის ზოლზე აკრძალულია. 5.8.7 ნიშანი ისრების შესაბამისი რაოდენობით შეიძლება გამოყენებული იქნას გზაზე, რომელსაც ოთხი და მეტი ზოლი აქვს. 

5.8.8 „ზოლებზე მოძრაობის მიმართულება“


მიუთითებს სამზოლიანი გზის თითოეულ ზოლზე მოძრაობის მიმართულებას. 5.8.8 ნიშანი ისრების შესაბამისი რაოდენობით შეიძლება გამოყენებული იქნას გზაზე, რომელსაც ოთხი და მეტი ზოლი აქვს.

5.9 „სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებათა ზოლი“


მიუთითებს სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებისათვის განკუთვნილ მოძრაობის ზოლზე, რომელზე მოძრაობაც ხორციელდება სატრანსპორტო საშუალებათა საერთო ნაკადის თანმხვედრი მიმართულებით. ნიშნის მოქმედება ვრცელდება მოძრაობის ზოლზე, რომლის ზემოთაც ის არის მოთავსებული. გზის მარჯვენა მხარეს დადგმული ნიშნის მოქმედება ვრცელდება მარჯვენა ზოლზე.

5.10.1 „სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებისათვის განკუთვნილი ზოლიანი გზა“


მიუთითებს გზაზე, რომელზეც სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებები მოძრაობენ სპეციალურად გამოყოფილ ზოლზე, სატრანსპორტო საშუალებათა საერთო ნაკადის საპირისპიროდ. ნიშანი იკიდება გზის დასაწყისში, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებისათვის სპეციალურად გამოყოფილი ზოლის ზემოთ.

5.10.2 „სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებისათვის განკუთვნილ ზოლიან გზაზე გასვლა“


მიუთითებს, რომ გავდივართ გადამკვეთ გზაზე, რომელზედაც სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებები მოძრაობენ სპეციალურად გამოყოფილ ზოლზე, სატრანსპორტო საშუალებათა საერთო ნაკადის საპირისპიროდ - მარჯვნიდან მარცხნივ.

5.10.3 „სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებისათვის განკუთვნილ ზოლიან გზაზე გასვლა“.


მიუთითებს, რომ გავდივართ გადამკვეთ გზაზე, რომელზეც სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებები მოძრაობენ სპეციალურად გამოყოფილ ზოლზე, სატრანსპორტო საშუალებათა საერთო ნაკადის საპირისპიროდ - მარცხნიდან მარჯვნივ.

5.10.4 „სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებისათვის განკუთვნილი ზოლიანი გზის დასასრული“


მიუთითებს, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებისათვის განკუთვნილი ზოლიანი გზის დასასრულზე. 

5.11.1 „მობრუნების ადგილი“


მიუთითებს მობრუნების ადგილს. ნიშანი კრძალავს მარცხნივ მოხვევას, იდგმება გზის მარჯვენა მხარეს უშუალოდ მობრუნების ადგილის წინ ან იკიდება მის ზემოთ.

5.11.2 „მობრუნების ზონა“


მიუთითებს მოსაბრუნებელი ზონის სიგრძეზე. ნიშანი კრძალავს მარცხნივ მოხვევას, იდგმება გზის მარჯვენა მხარეს უშუალოდ მობრუნების ზონის წინ ან იკიდება მის ზემოთ.

5.12 „ავტობუსის ან/და ტროლეიბუსის გაჩერების ადგილი“


მიუთითებს დადგენილი მარშრუტით მოძრავ ავტობუსის ან/და ტროლეიბუსის გაჩერების ადგილზე. დასახლებულ პუნქტში მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს იმ ავტობუსსა და ტროლეიბუსს, რომელებიც მოძრაობას იწყებენ მონიშნული გაჩერებიდან. ავტობუსის და ტროლეიბუსის მძღოლები კი მხოლოდ მაშინ იწყებენ მოძრაობას, როცა დარწმუნდებიან, რომ მათ გზას უთმობენ. მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების გაჩერება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მონიშნული გასაჩერებელი მოედნიდან, ხოლო როცა ის არ არის - სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების გაჩერების ადგილის მაჩვენებლიდან 15 მეტრზე ახლოს, თუ ეს აბრკოლებს სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობას.

5.13 „ტრამვაის გაჩერების ადგილი“


მიუთითებს ტრამვაის მონიშნულ გაჩერების ადგილზე. მძღოლმა გზა უნდა დაუთმოს სავალი ნაწილის შუაში, თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ ტრამვაის მონიშნულ გაჩერებაზე მდგომ ტრამვაისკენ მიმავალ ან ტრამვაის კარის მხრიდან მომავალ ქვეითებს.

5.14 „მსუბუქი ტაქსის გაჩერების ადგილი“


მიუთითებს მსუბუქი ტაქსის მონიშნულ გაჩერების ადგილზე. მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების გაჩერება ტაქსის მონიშნული გასაჩერებელი მოედნიდან, ხოლო როცა ის არ არის - ტაქსის გაჩერების ადგილის მაჩვენებლიდან 15 მეტრზე ახლოს, თუ ეს აბრკოლებს მსუბუქი ტაქსის მოძრაობას. 

5.15 „დგომის ადგილი“


მიუთითებს სატრანსპორტო საშუალებებისათვის სპეციალურად გამოყოფილ სადგომ ადგილს. ნიშანი 5.15 შეიძლება დაიდგას დამატებითი ინფორმაციის 7.4.1-7.4.8, 7.6.1-7.6.9, 7.7, 7.8 ან 7.9 დაფებთან ერთად.

5.16.1 „ქვეითთა გადასასვლელი“


მიუთითებს გზაზე არსებულ ორგანიზებულ ქვეითთა გადასასვლელს. თუ ქვეითთა გადასასვლელზე არ არის 1.14.1-1.14.3 მონიშვნა ნიშანი 5.16.2 იდგმება გზის მარცხენა მხარეს გადასასვლელის შორ საზღვართან. 

5.16.2 „ქვეითთა გადასასვლელი“


მიუთითებს გზაზე არსებულ ორგანიზებულ ქვეითთა გადასასვლელს. თუ ქვეითთა გადასასვლელზე არ არის 1.14.1-1.14.3 მონიშვნა ნიშანი 5.16.2 იდგმება გზის მარჯვენა მხარეს გადასასვლელის ახლო საზღვართან.  

5.17.1 „ქვეითთა მიწისქვეშა გადასასვლელი“


მიუთითებს ქვეითთა მიწისქვეშა გასასვლელის მდებარეობის შესახებ. ქვეითი ვალდებულია გზის სავალი ნაწილი გადაკვეთოს მხოლოდ მიწისქვეშა გადასასვლელის საშუალებით. 

სერვისის

6.2. „საავადმყოფო”


მიუთითებს ობიექტს, სადაც შესაძლებელია დაზარალებულისათვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და სტაციონარში მოთავსება.

6.3. „ავტოგასამართი სადგური”


მიუთითებს ობიექტს, სადაც შეიძლება ავტომობილის გაწყობა საწვავ-საპოხი მასალებით.

6.4. „ავტომობილის ტექნიკური მომსახურება”


მიუთითებს ობიექტზე, სადაც შეიძლება ავტომობილს ჩაუტარდეს ტექნიკური მომსახურება.

6.5. „ავტომობილის რეცხვა”


მიუთითებს ობიექტს, სადაც შეიძლება ავტომობილის გარეცხვა. 

6.6. „ტელეფონი”


მიუთითებს ტელეფონ-ავტომატის ან კავშირგაბმულობის სამსახურის მდებარეობის შესახებ.

6.7. „კვების ობიექტი”


მიუთითებს კვების ობიექტის მდებარეობის შესახებ.

6.8. „სასმელი წყალი“


მიუთითებს სასმელი წყლის მდებარეობის შესახებ.

6.9 „სასტუმრო ან მოტელი”


მიუთითებს სასტუმროს ან მოტელის მდებარეობის შესახებ.

6.10. „კემპინგი”


მიუთითებს ტურისტთა დასასვენებელი ობიექტის მდებარეობის შესახებ.

6.11. „დასვენების ადგილი”


მიუთითებს გზის მახლობლად დასასვენებელი ადგილის მდებარეობის შესახებ

6.12. „საგზაო პოლიციის საგუშაგო”


მიუთითებს საგზაო პოლიციის სტაციონარული საგუშაგოს მდებარეობის შესახებ.

6.1. „პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტი”


მიუთითებს ობიექტს, სადაც შესაძლებელია პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა.

დამატებითი ინფორმაციის

7.10 „ავტომობილის დათვალიერების ადგილი”


დაფა მიუთითებს, რომ 5.15 ან 6.11 ნიშნებით მითითებულ მოედნებზე მოწყობილია ესტაკადა ან დასათვალიერებელი ორმო. 

7.11 „ნებადართული მაქსიმალური მასის შეზღუდვა”


მიუთითებს, რომ ნიშნის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემა­ტება დაფაზე მითითებულს.

7.12 „სახიფათო გზისპირი”


მიუთითებს, რომ გზისპირზე გადასვლა სახიფათოა მასზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, და გამოიყენება 1.23 „საგზაო სამუშაოები“ ნიშანთან ერთად. 

7.13. „მთავარი გზის მიმართულება”


მიუთითებს მთავარი გზის მიმართულებას გზაჯვარედინზე და გამოიყენება გზაჯვარედინის წინ დადგმული 2.1 „მთავარი გზა“, 2.4 „დაუთმე გზა“, და 2.5 „მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულია“ ნიშნებთან ერთად.

7.14 „მოძრაობის ზოლი”


გამოიყენება ამკრძალავ და მიმთითებელ ნიშნებთან ერთად და მიუთითებს ზოლზე, რომელზედაც ვრცელდება ნიშნის ან შუქნიშნის მოქმედება.

7.15 „უსინათლო ქვეითი”


7.15 მიუთითებს, რომ ქვეითთა გადა­სასვლელით სარგებლობს უსინათლო და გამოიყენება ქვეითთა გადასასვლელის აღმნიშვნელ 1.20, 5.16.1, ნიშნებთან და შუქნიშნებთან ერთად.

7.16 „სველი საფარი”


მიუთითებს, რომ ნიშნის მოქმედება ვრცელდება დროის იმ პერიოდში, როცა სავალი ნაწილის საფარი სველია.

7.17 „ინვალიდი”


მიუთითებს, რომ 5.15 ნიშნის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ მოტოეტლსა და ავტომობილზე, რომლებ­ზეც დადგმულია საცნობი ნიშანი „ინვალიდი”.

7.18 „გარდა ინვალიდისა”


მიუთითებს, რომ ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება მოტოეტლსა და ავტომობილზე, რომლებზეც დადგმულია საცნობი ნიშანი „ინვალიდი”. 

7.2.2 „მოქმედების ზონა“


7.2.2 მიუთითებს 3.27-3.30 ამკრძალავი ნიშნების მოქმედების ზონას. 

7.2.3 „მოქმედების ზონა“


7.2.2 მიუთითებს 3.27-3.30 ამკრძალავი ნიშნების მოქმედების ზონის დასასრულს.

7.2.4 „მოქმედების ზონა“


7.2.2 მძღოლს აწვდის ინფორმაციას 3.27- 3.30 ამკრძალავი ნიშნების მოქმედების ზონაში მისი ყოფნის შესახებ.

7.2.5 „მოქმედების ზონა“


7.2.2 მიუთითებს 3.27-3.30 ნიშნების მოქმედების მიმართულებასა და ზონას, დგომისა და გაჩერების აკრძალვისას მოედნის, შენობის ფასადისა და ა.შ. ერთი მხარის გასწვრივ .

7.2.6 „მოქმედების ზონა“


მიუთითებს 3.27-3.30 ნიშნების მოქმედების მიმართულებასა და ზონას, დგომისა და გაჩერების აკრძალვისას მოედნის, შენობის ფასადისა და ა.შ. ერთი მხარის გასწვრივ.

7.3.1 „მოქმედების მიმართულება“


მიუთითებს გზაჯვარედინის წინ დადგმული ნიშნის მოქმედების მიმართულებას მარჯვნივ ან მოძრაობის მიმართულებას უშუალოდ გზასთან მდებარე ნიშანზე აღნიშნული ობიექტისაკენ.

7.3.2 „მოქმედების მიმართულება“


მიუთითებს გზაჯვარედინის წინ დადგმული ნიშნის მოქმედების მიმართულებას მარცხნივ ან მოძრაობის მიმართულებას უშუალოდ გზასთან მდებარე ნიშანზე აღნიშნული ობიექტისაკენ.

7.3.3 „მოქმედების მიმართულება“


მიუთითებს გზაჯვარედინის წინ დადგმული ნიშნის მოქმედების მიმართულებას მარჯვნივ და მარცხნივ. 

7.4.1 „სატრანსპორტო საშუალების სახეობა“


ნიშნის მოქმედებას ავრცელებს სატვირთო ავტომობილებზე, აგრეთვე მისაბმელიან სატვირთო ავტომობილებზე, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3.5 ტონას აღემატება.

7.4.2 „სატრანსპორტო საშუალების სახეობა“


ნიშნის მოქმედებას ავრცელებს ყველა სახის მისაბმელიან სატვირთო ავტომობილებზე და ტრაქტორებზე, აგრეთვე იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც ახორციელებენ ბუქსირებას.

7.4.3 „სატრანსპორტო საშუალების სახეობა“


ნიშნის მოქმედებას ავრცელებს მსუბუქ ავტომობილებზე, აგრეთვე სატვირთო ავტომობილებზე, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა 3.5 ტონაზე ნაკლებია.

7.4.4 „სატრანსპორტო საშუალების სახეობა“


ნიშნის მოქმედებას ავრცელებს ავტობუსებზე, აგრეთვე იმ სატვირთო ავტომობილებზე, რომლებიც მოწყობილია მგზავრთა გადასაყვანად. 

7.4.5 „სატრანსპორტო საშუალების სახეობა“


ნიშნის მოქმედებას ავრცელებს ყველა სახის ტრაქტორებზე და თვითმავალ მანქანებზე. 

7.4.6 „სატრანსპორტო საშუალების სახეობა“


ნიშნის მოქმედებას ავრცელებს მოტოციკლებზე და ოთხთვლიან სატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა წონა დაუტვირთავად არ აღემატება 400 კილოგრამს.

7.4.7 „სატრანსპორტო საშუალების სახეობა“


ნიშნის მოქმედებას ავრცელებს ველოსიპედებზე. 

7.4.8 „სატრანსპორტო საშუალების სახეობა“


ნიშნის მოქმედებას ავრცელებს საცნობი ნიშნით „საშიში ტვირთი“ აღჭურვილ სატრანსპორტო საშუალებებზე.

7.5.1 „შაბათი, კვირა და სადღესასწაულო დღეები“


მიუთითებს, რომ ნიშანი მოქმედებს შაბათს, კვირას და სადღესასწაულო დღეებში.

7.5.2 „სამუშაო დღეები“


მიუთითებს, რომ ნიშანი მოქმედებს კვირის სამუშაო დღეებში. 

7.5.3 „კვირის დღეები“


მიუთითებს კვირის კონკრეტულ დღეებს, რომელთა განმავლობაში მოქმედებს ნიშანი. 

7.5.4 „მოქმედების დრო“


მიუთითებს დღე-ღამის დროზე, როდესაც მოქმედებს ნიშანი./span>

7.5.5 „მოქმედების დრო“ .5.4, 7.5.6 და 7.5.7


დაფები მიუთითებს შაბათს, კვირას და სადღესასწაულო დღეებში დღე-ღამის დროზე, როდესაც მოქმედებს ნიშანი.

7.5.6 „მოქმედების დრო“


მიუთითებს კვირის სამუშაო დღეებში დღე-ღამის დროზე, როდესაც მოქმედებს ნიშანი.

7.5.7 „მოქმედების დრო“


მიუთითებს კვირის კონკრეტულ დღეებში დღე-ღამის დროზე, როდესაც მოქმედებს ნიშანი.

7.6.1 „სატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხი“


მიუთითებს, რომ სადგომზე ყველა სატრანსპორტო საშუალება უნდა დადგეს სავალ ნაწილზე ტროტუარის გასწვრივ.

7.6.2 „სატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხი“


მიუთითებს მსუბუქი ავტომობილისა და მოტოციკლის დაყენების ხერხზე ტროტუართან მიმდებარე სადგომზე.

7.6.3 „სატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხი“


მიუთითებს მსუბუქი ავტომობილისა და მოტოციკლის დაყენების ხერხზე ტროტუართან მიმდებარე სადგომზე.

7.6.4 „სატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხი“


მიუთითებს მსუბუქი ავტომობილისა და მოტოციკლის დაყენების ხერხზე ტროტუართან მიმდებარე სადგომზე. 

7.6.5 „სატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხი“


მიუთითებს მსუბუქი ავტომობილისა და მოტოციკლის დაყენების ხერხზე ტროტუართან მიმდებარე სადგომზე.

7.6.6 „სატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხი“


მიუთითებს მსუბუქი ავტომობილისა და მოტოციკლის დაყენების ხერხზე ტროტუართან მიმდებარე სადგომზე.

7.6.7 „სატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხი“


მიუთითებს მსუბუქი ავტომობილისა და მოტოციკლის დაყენების ხერხზე ტროტუართან მიმდებარე სადგომზე.

7.6.8 „სატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხი“


მიუთითებს მსუბუქი ავტომობილისა და მოტოციკლის დაყენების ხერხზე ტროტუართან მიმდებარე სადგომზე.

7.6.9 „სატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხი“


მიუთითებს მსუბუქი ავტომობილისა და მოტოციკლის დაყენების ხერხზე ტროტუართან მიმდებარე სადგომზე.

7.7 „დგომა გამორთული ძრავით“


მიუთითებს, რომ 5.15 „დგომის ადგილი“ ნიშნით აღნიშნულ სადგომზე სატრანსპორტო საშუალების დგომა ნებადართულია მხოლოდ გამორთული ძრავით.

7.8 „ფასიანი მომსახურება”


მიუთითებს, რომ მომსახურება წარმოებს მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორებით.

7.9 „დგომის ხანგრძლივობის შეზღუდვა”


მიუთითებს 5.15 “დგომის ადგილი“ ნიშნით აღნიშნულ სადგომზე სატრანსპორტო საშუალებათა დგომის მაქსიმა­ლურ ხანგრძლივობაზე.

7.1.1 „მანძილი ობიექტამდე“


მიუთითებს მანძილს ნიშნიდან სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე, სათანადო შეზღუდვის შემოტანის ადგილამდე ან წინ, მოძრაობის მიმართულებით არსებულ გარკვეულ ობიექტამდე (ადგილამდე).

7.1.2 „მანძილი ობიექტამდე“


მიუთითებს მანძილს 2.4 „დაუთმე გზა“ ნიშნიდან გზაჯვარედინამდე, თუ უშუალოდ გზაჯვარედინის წინ დადგმულია ნიშანი 2.5 „გაუჩერებლად გავლა აკრძალულია“.

7.1.3 „მანძილი ობიექტამდე“


მიუთითებს მანძილს გზიდან მარჯვენა მხარეს მდებარე ობიექტამდე.

7.1.4 „მანძილი ობიექტამდე“


მიუთითებს მანძილს გზიდან მარცხენა მხარეს მდებარე ობიექტამდე.

7.2.1 „მოქმედების ზონა“


მიუთითებს გამაფრთხილებელი ნიშნებით აღნიშნული გზის სახიფათო მონაკვეთის სიგრძეს ან ამკრძალავი და საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნების მოქმედების ზონას.

შუქნიშნის სიგნალები

ორგანიზაციის


ორგანიზაციის

მიმართულების


მიმართულების

რკინიგზის


რკინიგზის

მაფრთხილებელი


მაფრთხილებელი

ჰორიზონტალური განლაგებით


ჰორიზონტალური განლაგებით

დამატებითი სექცია


დამატებითი სექცია

ვერტიკალური განლაგებით


ვერტიკალური განლაგებით

სდექ


სდექ

პირდაპირ


პირდაპირ

პირდაპირ და მარჯვნივ


პირდაპირ და მარჯვნივ

პირდაპირ და მარცხნივ


პირდაპირ და მარცხნივ

რევერსული


რევერსული

წითელი


წითელი

ყვითელი


ყვითელი

მწვანე სიგნალი


მწვანე სიგნალი

ციმციმა


ციმციმა

ციმციმა წითელი


ციმციმა წითელი

ციმციმა ყვითელი


ციმციმა ყვითელი

ციმციმა მწვანე


ციმციმა მწვანე

საგზაო მონიშვნები

1.2


მთლიანი ფართო ხაზი აღნიშნავს ავტომაგისტრალზე სავალი ნაწილის ნაპირებს. 1.2 ხაზის გადაკვეთა დასაშვებია სატრანსპორტო საშუალების გზის ნაპირზე გასაჩერებლად.

1.3.


ყოფს საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს გზაზე, რომელსაც მოძრაობის ოთხი და მეტი ზოლი აქვს.1.3 ხაზის გადაკვეთა აკრძალულია.

1.4.


აღნიშნავს ადგილს, სადაც აკრძალულია გაჩერება; გამოი­ყენება დამოუკიდებლად ან 3.27 ნიშანთან შეერთებით; იხაზება სავალი ნაწილის ნაპირთან ან ბორდიურზე ზემოდან

1.5


ყოფს საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს გზაზე, რომელსაც მოძრაობის ორი ან სამი ზოლი აქვს; აღნიშნავს მოძრაობის ზოლების საზღვრებს ერთი მიმართულებით მოძრაობისათვის განკუთვნილი ორი და მეტი ზოლის არსებობისას. 1.5 ხაზის გადაკვეთა ნებადართულია ნებისმიერი მხრიდან.

1.6


მიახლოების ხაზი – (წყვეტილი ხაზი, რომლის შტრიხების სიგრძე სამჯერ აღემატება მათ შორის არსებულ შუალედებს) აფრთხილებს საპირისპირო ან თანმხვედრი მიმართულებით მოძრავი სატრანს­პორტო ნაკადების გამყოფ 1.1 ან 1.11 მონიშვნასთან მიახლოების შესახებ. 1.6 ხაზის გადაკვეთა ნებადართულია ნებისმიერი მხრიდან.

1.7


წყვეტილი ხაზი მოკლე შტრიხებითა და იმავე ზომის შუალედებით აღნიშნავს მოძრაობის ზოლებს გზაჯვარედინის ფარგლებში. 1.7 ხაზის გადაკვეთა ნებადართულია ნებისმიერი მხრიდან. 

1.8


განიერი წყვეტილი ხაზი - აღნიშნავს საზღვრებს გაქანების ან დამუხრუჭების ზოლებსა და სავალი ნაწილის ძირითად ზოლს შორის (გზაჯვარედინზე, სხვადასხვა დონეზე გზების გადაკვეთაზე, ავტობუსის გაჩერების ზონაში და სხვა). 1.8 ხაზის გადაკვეთა ნებადართულია ნებისმიერი მხრიდან. 

1.9


აღნიშნავს რევერსულად მოწესრიგებული მოძრაობის ზოლების საზღვრებს, ყოფს საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს (როდესაც გამორთულია რევერსული შუქნიშნები) გზებზე, რომლებიც რევერსულად წესრიგდება.
1.9. ხაზის გადაკვეთა ნებადართულია იმ შემთხვევაში, თუ ის მძღოლისაგან მარჯვნივ მდებარეობს და რევერსული შუქნიშანი არ არის ან გამორთულია. როდესაც ჩართულია რევერსული შუქნიშანი, 1.9 ხაზის გადაკვეთა ნებადართულია ნებისმიერი მხრიდან იმ შემთხვევაში, თუ ის ყოფს ზოლებს, რომლებზედაც მოძრაობა ნებადართულია ერთი მიმართულებით. რევერსული შუქნიშნის გამორთვის შემთხვევაში მძღოლი ვალდებულია დაუყოვნებლივ გადაადგილდეს მარჯვნივ - 1.9 ხაზის იქით. თუ გამორთულია რევერსული შუქნიშანი, საპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო ნაკადების გამყოფი 1.9 ხაზის გადაკვეთა აკრძალულია

1.10


აღნიშნავს ადგილს, სადაც აკრძალულია დგომა; გამოიყენება დამოუკიდებლად ან 3.28 ნიშანთან შეერთებით; იხაზება სავალი ნაწილის ნაპირთან ან ბორდიურზე ზემოდან

1.11


ყოფს საპირისპირო ან იმავე მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს გზის მონაკვეთზე, სადაც გადაჯგუფება ნებადართულია მხოლოდ ერთი ზოლიდან; აღნიშნავს მობრუნების ადგილს, სადგომი მოედნიდან გამოსასვლელსა და შესასვლე­ლს და ა. შ., სადაც მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ ერთ მხარეს.1.11 ხაზის გადაკვეთა ნებადართულია წყვეტილი ხაზის მხრიდან, ასევე უწყვეტი ხაზის მხრიდან, მაგრამ მხოლოდ გასწრების ან შემოვლის დამთავრებისას. 

1.12


„სდექ ხაზი” აჩვენებს ადგილს, სადაც მძღოლი უნდა გაჩერდეს 2.5 ნიშნის არსებობისას, ან შუქნიშნის და მარეგულირებლის ამკრძალავ სიგნალზე.

1.13


აჩვენებს ადგილს, სადაც მძღოლი აუცილებლობის შემთხვევაში უნდა გაჩერდეს და გზა დაუთმოს გადაmკვეთ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას.

1.14.1


(„ზებრა”) აღნიშნავს ქვეითთა მოუწესრიგებელ გადასასვლელს; 

1.14.2


(„ზებრა”) აღნიშნავს ქვეითთა მოუწესრიგებელ გადასასვლელს; 1.14.2 მონიშვნის ისარი უჩვენებს ქვეითთა მოძრაო­ბის მიმართულებას.

1.14.3.


აღნიშნავს ქვეითთა გადასასვლელს, სადაც მოძრაობა წესრიგდება შუქნიშნით.

1.15.


აღნიშნავს ადგილს, სადაც საველოსიპედო ბილიკი კვეთს გზის სავალ ნაწილს. 

1.16.1–1.16.3


აღნიშნავს მიმმართველ კუნძულებს სატრანსპორტო ნაკადების გაყოფის ან შეერთების ადგილზე.

1.17


აღნიშნავს სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გაჩერებiს და ტაქსის სადგომს.

1.18


აღნიშნავს გზაჯვარედინის ზოლებზე მოძრაობის ნებადართულ მიმართულებებს; გამოიყენება დამოუკიდებლად ან 5.8.1, 5.8.2 ნიშნებთან შეერთებით; მონიშვნა ჩიხის გამოსახულებით მიუთითებს, რომ მოხვევა უახლოეს სავალ ნაწილზე აკრძალულია; უკიდურესი მარცხენა ზოლიდან მარცხნივ მოხვევის ნებადამრთველი მონიშვნა, ამავე დროს, ამ ზოლიდან მობრუნების ნებას იძლევა.  

1.19


ფრთხილებს სავალი ნაწილის შევიწროებასთან (მონაკვეთთან, სადაც მცირდება მოცემული მიმართულებით მოძრაობის ზოლების რაოდენობა) ან საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადების გამყოფ 1.1 ან 1.11 მონიშვნასთან მიახლოების შესახებ. 1.19 მონიშვნა პირველ შემთხვევაში შეიძლება გამოყენებულ იქნეს 1.18.1–1.18.3 ნიშნებთან შეერთებით.

1.20.


აფრთხილებს 1.13 მონიშვნასთან მიახლოების შესახებ

1.21


წარწერა „სდექ” აფრთხილებს 1.12 მონიშვნასთან მიახლოების შესახებ,
         თუ ის გამოიყენება 2.5 ნიშანთან შეერთებით.

1.22.


აჩვენებს გზის (მარშრუტის) ნომერს.

1.23


აღნიშნავს სპეციალურ ზოლს, რომელიც განკუთვნილია სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის.

1.1


 ყოფს საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს და გზის სახიფათო მონაკვეთზე აღნიშნავს მოძრაობის ზოლების საზღვრებს; აღნიშნავს სავალი ნაწილის საზღვრებს, რომლებზედაც შესვლა აკრძალულია; აღნიშნავს სატრანსპორტო საშუალების დგომის ადგილის საზღვრებს და იმ გზის სავალი ნაწილის ნაპირებს, რომლებიც მოძრაობის პირობებით არ განეკუთვნება ავტომაგისტრალს.1.1 ხაზის გადაკვეთა აკრძალულია. დასაშვებია სავალი ნაწილის ნაპირის აღმნიშვნელი და მძღოლის მარჯვენა მხარეს განლაგებული 1.1 ხაზის გადაკვეთა სატრანსპორტო საშუალების გზის ნაპირზე გასაჩერებლად.