მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ სააგენტოს რუსთავის ცენტრალური დეპარტამენტის ტერიტორიაზე არსებული სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ოფისში შესაძლებელია სატრანსპორტო საშუალების საბაჟო ღირებულების (შეფასების) ექსპერტიზის ჩატარება და საიდენტიფიკაციო ნომრის ( ვინ ნომრის) და საჭდის მოხსნა/დაყენების დადგენა.
აღნიშნული სერვისების გარდა, დაინტერესებულ პირს უკვე შეუძლია მოითხოვოს სატრანსპორტო საშუალების ტიპისა და სასაქონლო კოდის დადგენის ექსპერტიზის ჩატარება.