ლევან ჭაბუკიანი

დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი
დაბადების თარიღი:
25 აპრილი, 1971წ.
 
განათლება:
1997-1999 წწ. სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემია;
1997 ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტი, ეკონომიკის ფაკულტეტი;
1994 წელი ზოოვეტერინარულ-ტექნიკური ინსტიტუტი.
 
წოდება:
პოლიციის პოლკოვნიკი
 
პროფესიული გამოცდილება:
2015 წლის დეკემბერი - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის (დეპარტამენტი) მე-3 მთავარი სამმართველოს უფროსი;
2012 წლის ნოემბერი - შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსი;
2012 წლის სექტემბერი - შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;
2012 წლის ივლისი - საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ-ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ანალიზისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი;
2008 წლის სექტემბერი - შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;
2008 წლის მაისი- შსს სსიპ - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი;
2008 წლის იანვარი - შსს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი;
2006 წლის აგვისტო - შსს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის შს სამმართველოს უფროსი;
2005 წლის იანვარი - შსს ქ.თბილისის უშიშროების მთავარი სამმართველოს სხვადასხვა თანამდებობები;
2004 წლის აპრილი - სუს ქ.თბილისის და მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს სხვადასხვა თანამდებობები;
1999 წლის აგვისტო - საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის სხვადასხვა თანამდებობები;
1997 წლის თებერვალი - სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს ოპერატიული თანამშრომელი;
1995 წლის მაისი - სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სამეურნეო-საფინანსო სამსახურის თანამშრომელი.
 
ენების ცოდნა:
რუსული, ინგლისური.
 
ოჯახური მდგომარეობა:
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

ბესიკ ტეფნაძე

დირექტორის მოადგილე
დაბადების თარიღი:
19 თებერვალი, 1973 წ.
განათლება:
1997 წელი - საქართველოს უშიშროების სამინისტროს აკადემია;
1995 წელი - ქ. თბილისის საფინანსო ეკონომიკური აკადემია (სპეციალობა: ფინანსები და საბანკო საქმე).
წოდება:
პოლიციის ვიცეპოლკოვნიკი
 
პროფესიული გამოცდილება:
2012 წლიდან - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე;
2009 – 2011 წწ - შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დას. რეგიონული სამმართველოს სამხედრო კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსი ინსპექტორი;
2005 – 2006 წწ - შპს „ბურჯი“-ს დირექტორის მოადგილე;
2004 – 2005 წწ - საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“-ს სარევიზიო სამსახურის ინსპექტორი;
1997 – 2004 წწ - საქართველოს უშიშროების სამინისტროს სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს ფოთის საქალაქო განყოფილების I ქვეგანყოფილების უფროსი.
ენების ცოდნა:
ქართული, რუსული.
ოჯახური მდგომარეობა:
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

ლაშა ტეფნაძე

დირექტორის მოადგილე
დაბადების თარიღი:
31 ივლისი, 1963 წ.
განათლება:
1984 – 1990 წწ - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
 
წოდება:
პოლიციის პოლკოვნიკი.
პროფესიული გამოცდილება:
2012 წლიდან - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე;
2002 წ - თბილისის ისანი-სამგორის სამმართველოს III განყოფილების ადმინისტრაციულ-პოლიციის უფროსი;
2001 წ - თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის შს. სამმართველოს I განყოფილების უფროსის მოადგილე;
2000 წ - თბილისის ჩუღურეთის რაიონის საპასპორტო-სავიზო განყოფილების უფროსი;
1999 წ - თბილისის შს მთავარი სამმართველოს კორუფციისა და ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის სამსახური;
1993-99 წწ - იუსტიციის სამინისტროს სასამართლო დეპარტამენტის განყოფილების უფროსი;
1990-92 წწ - იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ორგანოების დეპარტამენტის სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულებისა და საჩივრის კონსულტანტი; 1992-93 წწ ამავე დეპარტამენტის აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს სასამართლოების ორგანიზაციულ-ანალიტიკური კონსულტანტი, ასევე იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს კურატორი.
1986-90 წწ - თბილისის ისნის რაიონის სასამართლო აღმასრულებელი;
ენების ცოდნა:
ქართული, რუსული.
ოჯახური მდგომარეობა:
დაოჯახებული (ჰყავს მეუღლე და 2 შვილი).