შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ქუთაისის სამსახურში ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებისთვის მედიასემინარი გაიმართა. სემინარის მიზანია საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირება სააგენტოს მიერ განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ. რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მთავარი აქცენტი მართვის მოწმობების შეცვლის პროცედურებისა და ვადების შესახებ გაკეთდა. 2006 წლის 1 აპრილამდე საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა 2018 წლის 1 აპრილამდე შეუნარჩუნდებათ.
იმ შემთხვევაში კი, თუ მოქალაქემ 2018 წლის 1 აპრილამდე არ შეცვალა მართვის მოწმობა, დოკუმენტი ავტომატურად ჩაითვლება ძალადაკარგულად. მართვის მოწმობის შესაცვლელად მოქალაქემ მომსახურების სააგენტოში უნდა წარმოადგინოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და მართვის მოწმობა. შეცვლის ღირებულებაა 15 ლარი.