შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს. დღეს სააგენტოს თანამშრომლებმა მედიასემინარი ბათუმში ჩაატარეს და ჟურნალისტებს მომსახურების სააგენტოს შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. ჟურნალისტები ასევე გაეცნენ სამუშაო პროცესს, თავად გაიარეს მართვის მოწმობის მისაღები იმიტირებული გამოცდა და დაესწრნენ სახელმწიფო სანომრე ნიშნების ბეჭდვის პროცედურას. შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მართვის მოწმებების ვადებთან დაკავშირებით და ჟურნალისტებს დეტალურად განემარტათ, მართვის მოწმობების შეცვლის ვადებისა და პროცედურების შესახებ.
2006 წლის 1 აპრილამდე საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა შეუნარჩუნდებათ 2018 წლის 1 აპრილამდე. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქემ 2018 წლის 1 აპრილამდე არ შეცვალა მართვის მოწმობა, დოკუმენტი ავტომატურად ჩაითვლება ძალადაკარგულად და მოქალაქე ავტომობილის მართვას შეძლებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მართვის მოწმობას შეცვლის. მართვის მოწმობის შეცვლისთვის მოქალაქემ სააგენტოში უნდა წარმოადგინოს: ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, არსებული მართვის მოწმობა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.