შინაგან საქმეთა სამინისტროს სპორტული კლუბი „მია ფორსის“ სპორტსმენი დათა ქაჯაია „რუხი გრანპრი 2018“-ის გამარჯვებული გახდა. ენგურის ხიდიდან 600 მეტრში მდებარე რუხის სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე, საპარტნიორო ფონდის ინიციატივით, ფესტივალი „გზა ერთობისკენ რუხი 2018"-ის ფარგლებში, ავტორბოლა „რუხი გრანპრი 2018“ ჩატარდა. შეჯიბრებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სპორტული კლუბი „მია ფორსი“ ოთხი სპორტსმენით იყო წარმოდგენილი. წყვილთა რბოლა ძარიან ავტომობილებში ევროპის ჩემპიონმა და ამავე კლუბის მრბოლელმა დათა ქაჯაიამ მოიგო. მეორე ადგილი კი ასევე, „მია ფორსის“ წევრმა - ირაკლი ჩხეიძემ დაიკავა. ავტორბოლაში სხვადასხვა სპორტული კლუბის თორმეტმა პროფესიონალმა სპორტსმენმა იასპარეზა.