საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების და რეკომენდაციების შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციისა და რისკების ეფექტიანი მართვის მიზნით შესაბამის ღონისძიებებს მიმართავს.

პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში დაგეგმილი სადეზინფექციო სამუშაოების გამო, მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეული 7, 9 და 11 აპრილს, წყვეტს სამუშაო რეჟიმს და მოქალაქეებს ვერ მოემსახურება.