შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მობილური ჯგუფი, დღეიდან, 14 ივლისიდან 18 ივლისის ჩათვლით, დაბა მესტიის პოლიციის შენობაში, დაინტერესებულ პირებს სააგენტოს სხვადასხვა სერვისს მიაწვდის.
მოქალაქეები შეძლებენ, ისარგებლონ შემდეგი სახის სერვისებით:
- სატრანსპორტო საშუალების (ავტომანქანები, მოტოციკლები, ტრაქტორები, მისაბმელები, ნახევარმისაბმელები) განბაჟება და რეგისტრაცია;
- იარაღის (სანადირო თოფი, კარაბინი, პისტოლეტი და ა.შ.) რეგისტრაცია;
- ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემა;
- მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდა;
- მართვის მოწმობების შეცვლა და დაკარგული მოწმობის აღდგენა.
მომსახურების სააგენტო, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სრულად ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს. სააგენტო ზემოაღნიშნული სერვისებით სარგებლობის ყველა მსურველს მოუწოდებს, რომ ადგილზე სერვისების მისაღებად, დაბა მესტიის პოლიციის შენობაში გამოცხადდნენ პირბადით.