შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ კვლავ შესაძლებელია, ქალაქ რუსთავში მდებარე ფილიალში განახორციელოთ ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები და ჩააბაროთ შესაბამისი კატეგორიის გამოცდები.
იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული მომსახურების მიღება ასევე შესაძლებელია თბილისის ფილიალსა და სააგენტოს სხვა ფილიალებში.
მომსახურების სააგენტო, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სრულად ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს და სერვისებით სარგებლობის ყველა მსურველს მოუწოდებს, რომ ადგილზე სერვისების მისაღებად სააგენტოში გამოცხადდნენ პირბადით.