შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის და მოქალაქეთა უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით, მოტოციკლის - "A" / "A1" კატეგორიის და ქვეკატეგორიის პრაქტიკულ გამოცდაზე გამსვლელმა პირებმა სასურველია, გამოიყენონ საკუთარი უსაფრთხოების დამცავი ჩაფხუტი. 

მომსახურების სააგენტო, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, კვლავ სრულად ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს. სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ადგილზე სერვისების მისაღებად გამოცხადდნენ პირბადით.