შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობისა და ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებებისა და ავტოიმპორტიორების ხელშეწყობის მიზნით, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან 2020 წლის 1 მაისამდე საქართველოს ტერიტორიაზე შემოყვანილი სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს, განბაჟების ვადა კიდევ ერთხელ, 2021 წლის 1 ივნისამდე გაუხანგრძლივდათ.

მომსახურების სააგენტო მოუწოდებს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც სატრანსპორტო საშუალებები შემოყვანილი ჰყავთ 2019 წლის 1 ოქტომბრიდან 2020 წლის 1 მაისამდე პერიოდში და არ გაუვლიათ საბაჟო პროცედურები, რიგისა და საჯარიმო სანქციების თავიდან აცილების მიზნით, დროულად მიმართონ სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებს და 31 მაისის ჩათვლით განახორციელონ საბაჟო პროცედურები.

მომსახურების სააგენტო, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სრულად ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს და სერვისებით სარგებლობის ყველა მსურველს მოუწოდებს, რომ ადგილზე სერვისების მისაღებად სააგენტოში გამოცხადდნენ პირბადით.