შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მობილური ჯგუფი, 22 ივნისიდან 26 ივნისის ჩათვლით, დაბა მესტიის პოლიციის შენობაში, დაინტერესებულ პირებს ემსახურება და სააგენტოს სხვადასხვა სერვისს აწვდის.

სვანეთში, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება აქვს, ისარგებლოს შემდეგი სახის სერვისებით:

✅სატრანსპორტო საშუალების (ავტომანქანები, მოტოციკლები, ტრაქტორები, მისაბმელები, ნახევარმისაბმელები) განბაჟება და რეგისტრაცია;

✅იარაღის (სანადირო თოფი, კარაბინი, პისტოლეტი და ა.შ.) რეგისტრაცია;

✅ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემა;

✅მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდა;

✅მართვის მოწმობის შეცვლა და დაკარგული მოწმობის აღდგენა.

მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებს მომსახურების სააგენტოს სერვისებით სარგებლობა, მობილური ჯგუფების მეშვეობით, წელიწადში რამდენჯერმე შეუძლიათ.