შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს რეგიონული დეპარტამენტის თელავის სამსახურში დაგეგმილია პრაქტიკული საგამოცდო მოედნის ტექნიკური და ინფრასტრუქტურული განახლება, რის გამოც 20, 21, 22 და 23 სექტემბერს მხოლოდ პრაქტიკული გამოცდის მიღება შეჩერდება.

ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის იმ პირებს, ვისაც აღნიშნულ თარიღებში თელავის სამსახურში უკვე დაჯავშნილი აქვს მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდა, მისი წარმატებით ჩაბარების შეთხვევაში, პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება სააგენტოს სხვა ნებისმიერ სტრუქტურულ ერთეულში შეეძლებათ.

საგამოცდო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში, 24 სექტემბრიდან, თელავის სამსახურში მართვის უფლების მიღების მსურველები „B“ კატეგორიის პრაქტიკულ გამოცდას თანამედროვე GPS სისტემით აღჭურვილი, ახალი სატრანსპორტო საშუალებებით, განახლებულ საგამოცდო მოედანზე ჩააბარებენ.