შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ შენახვის უფლებით რეგისტრირებული იარაღის, მისი შენახვის ადგილიდან ტირში ან სასროლეთში გადატანისა და შენახვის ადგილზე დაბრუნების მიზნით, იარაღის დროებითი მოწმობის მიღება მესაკუთრეს ელექტრონული ფორმით - მომსახურების სააგენტოს ვებგვერდსა (sa.gov.ge) და აპლიკაციაში (service agency) რეგისტრაციის გავლის შემდეგ შეუძლიათ.


✅ მომსახურების სააგენტო მესაკუთრის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 1 სამუშაო დღის ვადაში გასცემს იარაღის დროებით მოწმობას, რომელშიც მითითებულია იარაღის ტირში ან სასროლეთში გადატანის და შენახვის ადგილზე დაბრუნების პერიოდი.


✅ იარაღის დროებითი მოწმობით შესაძლებელია შენახვის უფლებით რეგისტრირებული არაუმეტეს ხუთი იარაღის გადატანა, ხოლო ტირის ან სასროლეთის მფლობელის თანხმობის შემთხვევაში გადასატანი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნების (ერთ იარაღზე არაუმეტეს 50 ვაზნა) გადატანა ტირში ან სასროლეთში.


✅ იარაღის გადატანისას პირმა თან უნდა იქონიოს იარაღის დროებითი მოწმობა (ელექტრონული ან ამობეჭდილი სახით) და იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა.


✅ იარაღის დროებითი მოწმობის საფასური წარმოადგენს ერთ ერთეულ იარაღზე − 30 ლარი, ერთდროულად ორ ერთეულ იარაღზე − 50 ლარი, ერთდროულად ორ ერთეულზე მეტ იარაღზე − 100 ლარი. ნაკლების ნახვა