შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ ქალაქ ფოთში, პროვაიდერ კომპანიაში შექმნილი ტექნიკური ხარვეზის გამო, ინტერნეტის მიწოდება ვერ ხორციელდება. აღნიშნულის გამო, მომსახურების სააგენტოს ფოთის სამსახურში სერვისების გაცემა, დროებით, შეჩერებულია. 

აქვე, გაცნობებთ, რომ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი შეუფერხებლად მიმდინარეობს.