შინაგან საქმეთა მინისტრი, მოადგილე გიორგი სახოკიასთან ერთად, მომსახურების სააგენტოს ბათუმის სტრუქტურულ ერთეულს ეწვია.
გეკა გელაძემ სააგენტოს დირექტორთან და ბათუმის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა, გაეცნო მიმდინარე და სამომავლოდ განსახორციელებელ პროექტებს.
მინისტრმა ასევე დაათვალიერა სააგენტოს ინფრასტრუქტურა და თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
მომსახურების სააგენტო არის მოწინავე სახელმწიფო სერვისების მიწოდების და დისტანციური მომსახურების სფეროში
ისარგებლეთ ჩვენი კომფორტული და სწრაფი სერვისებით როგორც სააგენტოს სერვის ცენტრებში, ასევე ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად.