მომსახურების სააგენტოს აპლიკაციაში - "Service Agency" რეგისტრირებულ პირებს, აპლიკაციის განახლების შემდეგ, უკვე შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების სტატუსის და მინიჭებული ქულების შესახებ.

აღნიშნული ინფორმაციის მისაღებად საჭიროა, რეგისტრირებული მომხმარებელი გადავიდეს მართვის მოწმობის ველში, სადაც მის სახელზე გაცემული მართვის მოწმობის სხვა მონაცემებთან ერთად მითითებულია მართვის უფლების სტატუსი და მინიჭებული ქულა.

ვინც აპლიკაციით არ სარგებლობს, სერვისის მისაღებად საჭიროა:

1. ჩამოტვირთოს აპლიკაცია:

✔ App Store-დან - https://shorturl.at/qLP17 

✔ Google Play Store-დან https://shorturl.at/oGLT4 

2. შეიყვანოს პირადი მონაცემები;

3. აირჩიოს დოკუმენტი და გაიაროს ვიზუალური იდენტიფიკაცია;

4. დაასრულოს რეგისტრაცია.