შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორი შალვა კბილაშვილი, მოადგილეებთან ერთად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომსახურების სააგენტოს სპორტული კლუბის (MIA Force) ავტომრბოლელს, დათა ქაჯაიას დახვდა და იტალიაში მიღწეული წარმატება მიულოცა.

დათა ქაჯაიამ 18-19 ივლისს, იტალიაში, მისანოს საერთაშორისო ავტოდრომზე გამართულ GT2 კლასის ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში იასპარეზა. ქართველმა სპორტსმენმა ჩეხ მეწყვილესთან ერთად, 20 ავტომობილს შორის, „მასტერსის“ კლასში პირველი ადგილი მოიპოვა და საქართველოს მორიგი საერთაშორისო გამარჯვება მოუტანა.